63
14 აპრილი 2026, 10:12
პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებებზე შეერთებულმა შტატებმა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებაზე თანხმობა მოსთხოვა. ინფორმაციას AXIOS-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეერთებულ შტატებს ასევე სურდა, ირანს ქვეყნიდან გაეტანა გამდიდრებული ურანი, რაზეც თეირანმა უარი თქვა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოება, მოლაპარაკებებში კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |