დიმიტრი ხუნდაძე: არჩევნები მხოლოდ არჩევნებისთვის არ უნდა გვინდოდეს. ამომრჩეველზე ზრუნვა უნდა იყოს ყოველდღიური, ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი და ხელისუფლებაც, რა თქმა უნდა, მათ წუხილს უნდა ითვალისწინებდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 14 აპრილი 2026, 15:15
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. დეპუტატმა ისაუბრა მცხეთა-მთიანეთის პრობლემებზე და ხაზი გაუსვა, რომ დღემდე არსებობს ინფრასტრუქტურული, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის პრობლემები: 

„დუშეთის მუნიციპალიტეტში დღემდე არსებობს უშუქო სოფლები და თემები. ასევე, დაბა სიონის სასმელი წყლის პროექტი, რომელზეც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ იმუშავა წლები, უკვე თაროზეა შემოდებული და დიდი ხნის დამტვერილია. სოფელ მუხრანში თვეების მანძილზე ვერ დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი და მტვერში დადის მოსახლეობა“ - განაცხადა ხუნდაძემ. 

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლებამ ამომრჩეველზე უნდა იზრუნოს ყოველდღიურად და არა მხოლოდ არჩევნების წინ. 

„მე, როგორც მცხეთა-მთიანეთის დელეგატი, უამრავ პრობლემას ვაწყდები ადგილზე, რაც მხოლოდ ამ რეგიონისათვის არაა დამახასიათებელი. მაგალითად, თიანეთის რაიონის მწირი ბიუჯეტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადგილობრივი რესურსით პირველი რიგის პრობლემები რამენაირად მოგვარდეს. დაბა სიონის სასმელი წყლის პროექტი, რომელზეც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ იმუშავა წლები, უკვე თაროზეა შემოდებული და დიდი ხნის დამტვერილია. მე არაერთხელ მქონდა შეხვედრა პასუხისმგებელ პირებთან, მაგრამ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ორჯერ ისე შეიცვალა, რომ სასმელი წყალი არ არის  და დღესაც სიონი უწყლოდაა დარჩენილი. 

დუშეთის მუნიციპალიტეტში დღემდე არსებობს უშუქო სოფლები და თემები. 31 თემი დღესაც ელექტროენერგიის გარეშეა. იყო ბევრი დაპირება და ცოტა საქმე ამ მიმართულებით. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საავადმყოფო მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და პაციენტები მხოლოდ ენთუზიასტი ექიმებისა და მედპერსონალის იმედად არიან დარჩენილნი. 

პირველად არ გამოვხატავ წუხილს მცხეთასთან მიმართებით. ძირითადი პრობლემა პასუხისმგებლობის მუდმივად ზევით გადამისამართებაა, რაც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქრონიკულ პრობლემად იქცა. შედეგი სახეზეა - სოფელ მუხრანში თვეების მანძილზე ვერ დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი და მტვერში დადის მოსახლეობა. ასევე, ისტორიულ ძველ სატახტო დედაქალაქ მცხეთაში მოძრაობა გაუსაძლისია ცენტრალურ ქუჩაზე.  მოუწესრიგებელია ჯავახიშვილის ქუჩა და აქაც მოსახლეობა ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდის. 

მე ვითვალისწინებ იმას, რომ ადგილობრივი რესურსით ეს პრობლემები ვერ გვარდება და სულ ზევით უნდა ვეძიოთ გადაწყვეტილება. ამიტომ, მეც ზევით მივაკითხე ინფრასტრუქტურის მინისტრს და მინდა მას მადლობა გადავუხადო - ის დამპირდა, რომ უახლოეს დღეებში თავად ესტუმრება მცხეთას, ადგილზე გაეცნობა პრობლემებს და მაქვს იმედი, რომ ეს პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება.

ასე რომ, პრობლემები ბევრია და კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტა დროა მათ მოსაგვარებლად. არჩევნები მხოლოდ არჩევნებისთვის არ უნდა გვინდოდეს. ამომრჩეველზე ზრუნვა უნდა იყოს ყოველდღიური, ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი და ხელისუფლებაც, რა თქმა უნდა, მათ წუხილს უნდა ითვალისწინებდეს. არ უნდა გავერთოთ არასაარჩევნო პერიოდით, არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ არ გავითვალისწინოთ მოქალაქეების ინტერესი. მე ველი, რომ ჩემი გამოსვლა არ იქნება მხოლოდ გამოსვლა და ამას მოჰყვება კონკრეტული შედეგები“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა გრიფით საიდუმლო მოხსნა დოკუმენტებს, რომლებიც ამხელს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2019 წელს კონგრესის მიერ შეთქმულების მცდელობას, მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზნით
ირაკლი კირცხალია: „კამიტის“ თემაზე ნებისმიერი სერიოზული თანამდებობის პირი აქ თუ დისკუსიების გამართვას აპირებს, ეს მინიმუმ ღიმილისმომგრელია
ირაკლი კირცხალია - ნიკა გვარამიას წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური განცხადებები
მერცი: უკრაინის სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში შეუძლებელია
სლოვენიაში ნატოდან გასვლის შესახებ, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს
არქივი