14
14 აპრილი 2026, 15:35
სლოვენია, შესაძლოა, ნატოდან გავიდეს. აღნიშნულ საკითხზე ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ზორან სტევანოვიჩი გამოვიდა.
სტევანოვიჩი მიიჩნევს, რომ სლოვენიამ საკუთარი ინტერესების შესაბამისი, დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა აწარმოოს და თავი აარიდოს გარე კონფლიქტებში, დიპლომატიურ და სამხედრო დაპირისპირებაში ჩარევას.
მისი თქმით, სლოვენიისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ლუბლიანა უნდა იღებდეს და არა ბრიუსელი.
„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით უცხოურ სამხედრო და დიპლომატიურ დავებში ჩარევას, რადგან სლოვენია ამით არასდროს სარგებლობს. ჩვენს ხალხს დავპირდით ნატოდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას და ამ რეფერენდუმს ჩავატარებთ“, - თქვა სტევანოვიჩმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |