გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის სრულფასოვანი და სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში შეუძლებელია.
როგორც მერცმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ბერლინში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, ამის მიუხედავად, უკრაინის გაწევრიანება იქნებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ასამაღლებლად.
„პატივცემულო ვოლოდიმირ, გარდა ყველაფრისა იმისა, რაც ჩვენ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, გვაერთიანებს, ჩვენ უკრაინის მიზანს გაწევრიანდეს ევროკავშირში, ვიზიარებთ, თუმცა ორივეს გვესმის, რომ ამის რეალიზება სრული მოცულობით მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლებელია. თუმცა უკრაინის გაწევრიანება იქნებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ასამაღლებლად“, - თქვა მერცმა.
გერმანია მოუწოდებს უკრაინას აქტიურად განახორციელოს რეფორმები, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის გაძლიერება, დასძინა მერცმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |