93
14 აპრილი 2026, 17:33
ყველას კარგად გვახსოვს ნიკა გვარამიას და მისი კოლეგების და პარტნიორების პერფორმანსები, ბილწსიტყვაობა და გინება პირდაპირ ეთერში. ყველამ კარგად ვიცით მისი წარსული და ალბათ, სწორედ მისი წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია თითოეული მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებები, ამას საზოგადოება როგორც აფასებდა, ისე შეაფასებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან განაცხადა.
"როდესაც ბატონ გვარამიაზე გვაქვს საუბარი, ნამდვილად სწორად აღუნიშნავთ ჩემს კოლეგებს, საზოგადოებასაც არ სჭირდება ამის შეხსენება, მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები, ბინძური ლექსიკა არახალია ჩვენთვის.
შეგახსენებთ, სანამ ის პოლიტიკაში მობრუნდებოდა, იყო ერთ-ერთი ტელევიზიის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე წამყვანი და ამინდის შემქმნელი კონკრეტულ ტელევიზიაში და ყველას კარგად გვახსოვს მისი და მისი კოლეგების და პარტნიორების პერფორმანსები, ბილწსიტყვაობა, გინება პირდაპირ ეთერში და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ დისკრიმინაციულ და ამორალურ გამოხტომებს და გამონათქვამებს ვისმენთ მისგან, ნამდვილად, სამწუხაროდ, არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს მიუთითებს მის პიროვნულ სახეზე, თავი დავანებოთ პოლიტიკას, თავი დავანებოთ ასე ვთქვათ მის პოლიტიკურ აქტივობას და დღევანდელ ე.წ. პოლიტიკურ სტატუს, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით მისი წარსული და ალბათ, სწორედ მისი წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია თითოეული მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი განცხადებები, ამას საზოგადოება როგორც აფასებდა, ისე შეაფასებს", - განაცხადა კირცხალიამ
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |