ირაკლი კირცხალია: „კამიტის“ თემაზე ნებისმიერი სერიოზული თანამდებობის პირი აქ თუ დისკუსიების გამართვას აპირებს, ეს მინიმუმ ღიმილისმომგრელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 14 აპრილი 2026, 17:55
ზოგადად „კამიტის“ თემა ღიმილის მომგვრელია ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის. „კამიტით“ მოწამვლაზე წლების შემდეგ ლაპარაკობენ „კამიტით“ „მოწამლულები“. ეს უკვე ტრაგიკომედიაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად. კერძოდ, ჟურნალისტმა თქვა, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შეხვედრებს მართავს და შესაძლოა საუბარი შეეხოს ე.წ. კამიტის საქმესაც.

„ამ თემაზე ტრაგიზმი იყო, რომ ჯერ „ბიბისის“ ტელევიზიას, რომელიც ცნობილი იყო თავისი მაღალი სტანდარტებით, დაკვეთით გააკეთებინებს სრულიად აბსურდული რეპორტაჟი, შემდეგ ვნახეთ რაღაც ასობით გვერდიანი დასკვნა, რომელიც აქ თურმე სამ დღეში დაიწერა და ამ უაზრო დასკვნის დამწერი ქალბატონის ფორმალური ჩამოსვლა.

როდესაც „კამიტის“ თემაზე ნებისმიერი სერიოზული თანამდებობის პირი აქ დისკუსიების გამართვას აპირებს, (თუ, ამაზე სერიოზულად იყო საუბარი) ეს მინიმუმ ღიმილისმომგრელია“, - განაცხადა კირცხალიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი: დღეს ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი. ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში
რატი იონათამიშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა. ხომ სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზიანებული ნავთობსადენი „დრუჟბა“ აპრილის ბოლომდე ამუშავდება
არასამთავრობო ასოციაცია „გზამკვლევის“ შემქმნელი გვარამიას განცხადებაზე: მსგავსი სიტყვის გამოყენება არის ძალიან დიდი შეცდომა, დიდი ტკივილი და ზიანი მიადგა ოჯახებს, მშობლებსა და ბავშვებს, ბოდიშის მოხდა აუცილებელია
ირაკლი კირცხალია: ჩვენ ყოველთვის მოწადინებულები ვართ, რომ შეწყალების ჰუმანური აქტი აღსრულდეს. დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო იქნება, გადაწყვეტს პრეზიდენტი ამ ყველაფერს, როგორც აქამდე გაუკეთებია და ეს აქტი შედგება
არქივი