არასამთავრობო ასოციაცია „გზამკვლევის“ შემქმნელი გვარამიას განცხადებაზე: მსგავსი სიტყვის გამოყენება არის ძალიან დიდი შეცდომა, დიდი ტკივილი და ზიანი მიადგა ოჯახებს, მშობლებსა და ბავშვებს, ბოდიშის მოხდა აუცილებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 14 აპრილი 2026, 19:14

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები „პოლიტიკურ აუტისტებად“ მოიხსენია და დაწერა: „მთლად „პოლიტიკური აუტისტები“ მაინც ნუ ილაპარაკებთ ყველასთვის ხელის ჩამორთმევაზე და ხალხთან შეხვედრებზე, ვინმე ცინიკოსმა ძაან აბუჩად არ აგიგდოთ“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Newshub.ge არასამთავრობო ასოციაცია „გზამკვლევის“ შემქმნელ, აუტისტური სპექტრის მქონე პირის მშობელს, ნათია სახოკიას ესაუბრა.

როგორც სახოკიამ აღნიშნა, ნიკა გვარამიას განცხადებით დიდი ტკივილი და ზიანი მიადგა - ოჯახებს, მშობლებს, ბავშვებს და მოზარდებს, რომლებსაც ეს მდგომარეობა აქვთ.

ამასთან, ნათია სახოკია აუტიზმის სალანძღავ სიტყვად გამოყენებას შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ აუცილებელია ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბოდიში მოიხადოს.

„უშუალოდ ნიკა გვარამიას განცხადება მე არ მინახავს, თუმცა მოვისმინე მშობლის - მარი კორკოტაძის ვიდეომიმართვა. ჩემთვის პირველი შემთხვევა არ არის, რომ მსგავს რამეს ვისმენ - ანუ აუტიზმს დამაკნინებელ კონტექსტში, როგორც დაავადებას ისე მოიხსენიებენ. სალანძღავ კონტექსტში მოიხსენია ნიკამ აუტიზმის მქონე ადამიანები. ეს არის ჩემი შვილის რეალური მდგომარეობა - აუტიზმი. აუტიზმი სალანძღავ სიტყვად იქცა და ეს არის ძალიან მტკივნეული, როგორც დედისთვის, მოქალაქისთვის. ნიკა გვარამიას მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანს, მისი გამოცდილება, მისი გამოსვლები, თანამდებობები რეალურად უნდა აძლევდეს იმის შესაძლებლობას, რომ ეს სიტყვა არ იყოს სალანძღავ კონტექსტში გამოყენებული. ამას ნებისმიერ ადამიანს ვეტყვი განურჩევლად პოლიტიკური ძალისა. ეს უკვე უბრალოდ შეცდომა არ არის, 21-ე საუკუნეა, იმდენად აქტუალური თემაა აუტიზმი, აუტიზმის მქონდე ადამიანების მრავალრიცხოვნობა ჩვენს გარშემო, მინიმუმ საბაზისო ცოდნას თითოეული ადამიანი, ვფიქრობ, მით უფრო საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები მინიმუმ ცოდნას უნდა აკმაყოფილებდნენ.

ეს არის ძალიან მტკივნეული როგორც დედისთვის, მშობლისთვის, აქტიური მოქალაქისთვის და ნებისმიერ ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს პროტესტი. მარტო მშობლებს არა - ნებისმიერ ჩვენგანს, არ აქვს ამას მნიშვნელობა გვყავს აუტიზმის მქონე შვილი ან ოჯახის წევრი თუ არა. ძალიან მტკივნეული ფაქტია ჩემთვის და საღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისთვის. მინიმუმ, რაც შეიძლება გააკეთოს ალბათ, რა თქმა უნდა, ბოდიშის მოხდაა. ვფიქრობ, ეს აუცილებელია. ერთი კარგი ტრენინგი მათ აუცილებლად სჭირდებათ ცნობიერების ასამაღლებლად. მსგავსი სიტუაციები უნებლიედ ხდება და ალბათ ნიკამაც უნებლიედ გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილი და ზიანი მიადგა - ოჯახებს, მშობლებს, ბავშვებს და მოზარდებს, რომლებსაც ეს მდგომარეობა აქვთ. ამასთან ერთად, მსგავსი დამოკიდებულება აუტიზმის მიმართ სტიგმის გაღრმავებასაც უწყობს ხელს.

ყოველგვარი პოლიტიკური ხედვის და მრწამსის გარეშე ვამბობ, ვურჩევ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომ მსგავსი სიტყვის გამოყენება არის ძალიან დიდი შეცდომა, შეცდომას აღიარება უნდა, აღიარებას მოსდევს ბოდიში და მსგავსი დამოკიდებულებებით იმედია, სხვა დროს ისევ სხვა ვინმე არ „გამოხტება“, - აცხადებს ნათია სახოკია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მერცი: კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ
ლევან მაჭავარიანი: დღეს ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი. ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში
რატი იონათამიშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა. ხომ სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზიანებული ნავთობსადენი „დრუჟბა“ აპრილის ბოლომდე ამუშავდება
ირაკლი კირცხალია: ჩვენ ყოველთვის მოწადინებულები ვართ, რომ შეწყალების ჰუმანური აქტი აღსრულდეს. დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო იქნება, გადაწყვეტს პრეზიდენტი ამ ყველაფერს, როგორც აქამდე გაუკეთებია და ეს აქტი შედგება
არქივი