რატი იონათამიშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა. ხომ სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 14 აპრილი 2026, 19:24

ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა, - განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის თქმით, სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, მაგრამ კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში.

„ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა. ხომ სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში. მან კიდევ ერთხელ დიდი შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს, არამედ შშმ პირებს, მთლიანად საზოგადოებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მკაცრი შეფასება იყოს ყოველთვის, როდესაც ადამიანები კადრულობენ მსგავსი სიძულვილის ენის გამოყენებას, მაგრამ გვარამიასგან ჩვენ ეს არ გვიკვირს, ვინაიდან ის საზოგადოებრივი სიძულვილის ერთ-ერთი ავტორია საქართველოში“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, გვარამიამ გარკვეულ პოლიტიკოსებს მიმართა და მათ პოლიტიკური აუტისტები უწოდა. მოგვიანებით, გვარამიამ მის მიერ ტერმინ „პოლიტიკური აუტიზმის“ გამოყენება სოციალურ ქსელში განმარტა და აღნიშნა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების სტიგმატიზებასთან ამ შემთხვევას არავითარი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ამიტომაცაა მიწერილი ზედსართავი „პოლიტიკური“ და თავად ტერმინი ჩასმულია ბრჭყალებში“, რაზეც იარაჯულმა უპასუხა, რომ „პრობლემაა ბრჭყალებში ჩასმულიც და ფრჩხილებშიც, აუტიზმის სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის ძალიან ცუდი ოჯახებისთვის და თავად აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მერცი: კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ
ლევან მაჭავარიანი: დღეს ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი. ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზიანებული ნავთობსადენი „დრუჟბა“ აპრილის ბოლომდე ამუშავდება
არასამთავრობო ასოციაცია „გზამკვლევის“ შემქმნელი გვარამიას განცხადებაზე: მსგავსი სიტყვის გამოყენება არის ძალიან დიდი შეცდომა, დიდი ტკივილი და ზიანი მიადგა ოჯახებს, მშობლებსა და ბავშვებს, ბოდიშის მოხდა აუცილებელია
ირაკლი კირცხალია: ჩვენ ყოველთვის მოწადინებულები ვართ, რომ შეწყალების ჰუმანური აქტი აღსრულდეს. დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო იქნება, გადაწყვეტს პრეზიდენტი ამ ყველაფერს, როგორც აქამდე გაუკეთებია და ეს აქტი შედგება
არქივი