დიმიტრი სამხარაძე: ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს აშინებთ ქართველების გაერთიანება, მით უმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 18 აპრილი 2026, 20:48

ახალგაზრდა კაცი გამოვიდა და სიმართლე თქვა! დიახ, ის ჭეშმარიტება, რომელიც აშინებს ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს! აშინებთ ქართველების გაერთიანება, ერთად დგომა და მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ცოტნე ივანიშვილის განცხადების შესახებ, რომელიც მან მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.

სამხარაძე ცოტნე ივანიშვილის განცხადებაზე ოპოზიციის რეაქციებს გამოეხმაურა და არ გაჰკვირვებია, რომ მათ მისი გამოსვლა არ მოეწონათ.

„ქართველი მაგარი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა და სიმართლე თქვა! დიახ, ის ჭეშმარიტება, რომელიც აშინებს ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს! აშინებთ ქართველების გაერთიანება, ერთად დგომა და მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია, მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანი! დიახ, საქართველოს სიყვარული უნდა იყოს საფუძველი ამ დებატების და რა არის აქ ნამდვილი პატრიოტისთვის მიუღებელი? არაფერი! რა თქმა უნდა მყრალ რადიკალურ ოპოზიციას არ მოეწონებოდა ცოტნეს სიტყვები. მაგათ ხომ დაზომბებული, ახალგაზრდები ურჩევნიათ, რომლებსაც აქციებზე ისე მიიყვანენ, რომ საერთოდ არ ეცოდინებათ რას, რატომ და რისთვის აპროტესტებენ! დღეს, მარტო ერთმა ქართველმა ახალგაზრდამ კიდევ ერთხელ აჩვენა თქვენი ნამდვილი სახე მთელ საქართველოს! მისმა სიტყვებმა შეგაშინათ, გაგამწარათ, იცით როგორი საფრთხის შემცველია თქვენთვის ახალგაზრდების გაერთიანება, საქართველოს სიყვარულით! სწორი მომავლისთვის, ახალი თაობებისთვის ჭეშმარიტების ახსნით!

გაიხარე ცოტნე. ვამაყობთ შენით სამშობლოს ღირსეული ყველა პატრიოტი! ბარეორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი“, - წერს სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი