გიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ, თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 19 აპრილი 2026, 12:15

თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ინვესტიცია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორპორაცია და ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი მულტიმილიონიან ინვესტიციას არასდროს ჩადებს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლა იზოლაციაშია, როგორც ამას ეგ საცოდავები გვიმტკიცებენ. ინვესტორმა ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აქ სტაბილურობა, მშვიდობა და მათი კაპიტალის დაცულობა გარანტირებულია, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიცია ყოველდღე იმ იმედით იღვიძებს, რომ ეკონომიკა ჩამოიქცევა, დასავლეთი ზურგს შეგვაქცევს, ინვესტორები გაიქცევიან და ქვეყანას დაასანქცირებენ, თუმცა, სანაცვლოდ საპირისპირო მიიღეს. ზერეკიძე აღნიშნავს, რომ სანამ ოპოზიციონერები საკუთარ ბოღმაში იხრჩობიან და ქვეყნის დანგრევაზე ოცნებობენ, რეალური საქართველო ვითარდება და მსოფლიო დონის ინვესტიციების ცენტრად იქცევა.

"სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, თავიანთი ჯო უილსონებით და უდღეური ვითომ ექსპერტებით ეკრანებიდან ტრადიციულად ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში დარბიან და მუხლებზე დაჩოქილები ქვეყნისთვის სანქციებსა და დასჯას ითხოვენ, ამასობაში თბილისში ისეთი ამბავი დაეცათ თავში, საერთოდ რომ დაუნგრიათ ეგ თავიანთი გამოგონილი რეალობა.
თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ინვესტიცია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორპორაცია და ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი მულტიმილიონიან ინვესტიციას არასდროს ჩადებს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლა იზოლაციაშია, როგორც ამას ეგ საცოდავები გვიმტკიცებენ. ინვესტორმა ძალიან კარგად იცის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აქ სტაბილურობა, მშვიდობა და მათი კაპიტალის დაცულობა გარანტირებულია.

უბრალოდ წარმოიდგინეთ რა დღეში არიან ახლა. ტიპები ყოველდღე იღვიძებენ იმ იმედით, რომ ეკონომიკა ჩამოიქცევა, დასავლეთი ზურგს შეგვაქცევს, ინვესტორები გაიქცევიან და ქვეყანას დაასანქცირებენ. სანაცვლოდ კი იღებენ პრემიერის სატელეფონო ზარებს ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, სუსის უფროსის ვიზიტებს ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ჩვენი მინისტრებისა და პარლამენტარების გახშირებულ ვიზიტებს ამერიკელ მაღალჩინოსნებთან, საქართველოს პირველი ლედის უმაღლესი დონის ვიზიტს ამერიკის პირველი ლედის მიწვევით თეთრ სახლში და ახლა უკვე შუაგულ თბილისში ტრამპის უზარმაზარ მეგა-პროექტს.

რა არის ეს ყველაფერი, თუ არა მართლა გრანდიოზული, ფინალური ლურსმანი ნაცების პოლიტიკურ კუბოზე?
სანამ ეგენი საკუთარ ბოღმაში იხრჩობიან და ქვეყნის დანგრევაზე ოცნებობენ, რეალური საქართველო ვითარდება და მსოფლიო დონის ინვესტიციების ცენტრად იქცევა. შეეგუონ, ასე ბევრად უფრო გაუმარტივდებათ ამ ყველაფრის ყურება, ან დამამშვიდებლები მოიმარაგონ, კიდევ ბევრი სიურპრიზი დაეწევათ მათი გულის გასახეთქად და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!" - წერს გიორგი ზერეკიძე
.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი