თამარ ჩერგოლეიშვილი - რეჟიმს გადაუწყვეტია, „ფედერალისტებიც“ აგვკრძალოს, ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება, მათ აქციით, სანქციითა და ალტერნატივით ვაიძულებთ დათმობებზე წამოსვლას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
155 20 აპრილი 2026, 12:44

რეჟიმს გადაუწყვეტია, „ფედერალისტებიც“ აგვკრძალოს. ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება. ვიდრე ერთ პარტიას კრძალავენ, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება გვაქვს ამ პარტიასთან, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პროცესი კვდება და არანაირ ფორმალურ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, არ გავხდებით რეჟიმის დეკორაცია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება.

„რასაკვირველია, კონკურენტად აღვიქვამთ ყველა პარტიას, ჩვენ გარდა, მაგრამ კონკურენტების დამარცხება გვინდა თანასწორ ველზე, სამართლიან ბრძოლაში და არა ბიძინა ივანიშვილის აკრძალვების შედეგად. შესაბამისად, ამით ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება, თუმცა ვხვდები, რეჟიმს რაში დასჭირდა ეს ყველაფერი. ცხრათვიანი ვადა გასდის, იმის თავი არ აქვს, მიადგეს და ის სამი პარტია აკრძალოს. ამიტომ, ახალი ვადა სჭირდება. შესაბამისად, გამოითხოვეს ის ცხრათვიანი და ახალი სარჩელი შეიტანეს, რომ ახალი ვადის ათვლა დაიწყოს. რეჟიმის სისუსტის დემონსტრაციაა ეს და არაფერი სხვის. ამიტომ, მივმართავ მხარდამჭერებს, რომ ამით ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება. ჩვენ რეჟიმს აქციით, სანქციით და ალტერნატივით ვაიძულებთ დათმობებზე წამოსვლას. ბუნებრივია, ამის შედეგად რეჟიმი შეიცვლება, სათავეში მოვა დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის ნაწილიც აუცილებლად ვიქნებით „ფედერალისტები“. ქვეყანაში დავამყარებთ სამართლიანობას, მოქალაქეებს მოვუტანთ უსაფრთხოებას, აღვადგენთ სამოქალაქო თავისუფლებებს, ანუ გავაუქმებთ ყველა რუსულ კანონს. ამის მიღმა შევცვლით საარჩევნო კანონმდებლობას, რათა ადამიანებმა თავისი ნება, არჩევანის უფლება დაიბრუნონ და შემდეგ სამართლიანმა სასამართლომ უზრუნველყოს, რომ მათი არჩევანი ყოველთვის დაცული იქნება და ივანიშვილის მსგავსი ავაზაკები ვერ მიიტაცებენ. ას რომ, ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება. რეჟიმმა გამოავლინა თავისი სისუსტე, სხვა არაფერი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი სარჩელით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის 28 ოქტომბერს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი