დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
167 20 აპრილი 2026, 19:21

ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული,- ამ სიტყვებით მიმართავს ჟურნალისტი, დათა გვასალია, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გუბაზ სანიკიძის შვილს, ლევან სანიკიძეს, მის მიერ ცოტნე ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თაობაზე.

დათა გვასალიას თქმით, ლევან სანიკიძე ყველაზე მეტად უნდა ერიდებოდეს მამებზე საუბარს, რადგანაც სწორედ მათი სახელია „პოლიტიკური აუქციონის” სინონიმი დღევანდელობაში.

„რა, რა და მამებზე საუბარს მართლაც ყველაზე მეტად უნდა ერიდებოდეს. ლევან, შენ რომ დისკუსია მამაშენთან მართლაც გაგემართა, ალბათ იმ „მილიონზე“ უნდა დაგეწყო საუბარი, მამას ასე თავდაჯერებულად რომ ჰქონდა დაანგარიშებული პოლიტიკურ ბენეფიტებსა და ღირსებას შორის. თუმცა, როგორც ჩანს, თქვენს შორის დისკუსიას დესერტად „პოლიტიკური მიმცემლობის“ მასტერკლასი მოჰყვება ხოლმე. ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული. ჰოდა დისკუსიაში იქნებ ის ჭეშმარიტებაც აღმოაჩინო, რომ მამაშენის გუშინდელი მტერი მისი დღევანდელი მოკავშირეა და ამ “მიმცემლობით” განოყიერებულ ნიადაგზე დგახარ - სპიკერის რანგში :)) და ეს ის მცირე კომპენსაციაა, რაც მამიკოს ამაო ბრძოლისა და საბოლოო მორჩილების სანაცვლოდ მიიღე - გახსოვდეს ეს. ჰოდა ბოლოს, პირველ რიგში საკუთარ მამასთან დისკუსია მართლაც გჭირდება, ოღონდ არა ისტორიაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გადააქცია თქვენი სახელი “პოლიტიკური აუქციონის” სინონიმად,”- წერს დათა გვასალია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი