დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერის თანამდებობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 21 აპრილი 2026, 21:29
რა არის პირადად ჩემთვის ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მამუკა მდინარაძის ახალ სტატუსში წარდგინებას სახელმწიფო მინისტრის და ვიცე-პრემიერის რანგში, ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის კუთხით. თავდაპირველად შეიძლება ვინმეს დაებადოს არასწორი ასოციაცია ქვეყნის უშიშროების საბჭოს ფუნქციებთან. ეს უკანასკნელი დაკავებულია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობით, საფრთხეების ანალიზით და ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის საჭირო გადაწყვეტილებების შემუშავებით - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ვიცე-პრემიერის თანამდებობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია.

„რა არის პირადად ჩემთვის ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მამუკა მდინარაძის ახალ სტატუსში წარდგინებას სახელმწიფო მინისტრის და ვიცე-პრემიერის რანგში, ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის კუთხით. თავდაპირველად შეიძლება ვინმეს დაებადოს არასწორი ასოციაცია ქვეყნის უშიშროების საბჭოს ფუნქციებთან. ეს უკანასკნელი დაკავებულია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობით, საფრთხეების ანალიზით და ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის საჭირო გადაწყვეტილებების შემუშავებით. 

რაც შეეხება ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციას, თანაც ვიცე-პრემიერის რანგში - ეს არის ყოველდღიური პრაქტიკული ხასიათის ამოცანების გადაწყვეტაში არსებული სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. საქართველო გადის მსოფლიო მასშტაბის ფუნქციონალის დონეზე - რომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სჭირდება ახალი ტიპის დაკავშირებადობა ყველა არსებულ ძალოვან სტრუქტურებს შორის. დღეს საქართველოს უსაფრთხოებასა და სამართლებრივ დაცვას - იმედით უყურებს "აღმოსავლეთ-დასავლეთის" გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ღერძი.

უშიშროების საბჭოს ფუნქციებში არ შედის ქვეყნის პოლიციის თუ სპეცსამსახურების პირდაპირი მართვა, არამედ მხოლოდ მათი საქმიანობის შეთანხმება სახელმწიფო პოლიტიკასა თუ უსაფრთხოების სტრატეგიასთან. ამ კომბინაციაში, შსს და სუს-ი - "შემსრულებლები" არიან, მაშინ როდესაც უშიშროების საბჭო "ანალიტიკური ცენტრია". ხოლო დღეს დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის აპარატი - სწორედ ამ "შემსრულებლების" ფუნქციონალურ კოორდინაციას მოემსახურება. 

ამ თანამდებობას კი სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია. ერთ-ერთი უტყუარი ინდიკატორი, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული - ტრადიციულად ნაცსექტის რეაგირებაა. დავაკვირდეთ - და მათ ქცევაში აგონიას და აგრესიულ მიუღებლობას აუცილებლად ამოვიკითხავთ.“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი