დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
153 21 აპრილი 2026, 21:40
მმართველმა გუნდმა მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები განახორციელა, რაც სისტემური მართვის გაძლიერებისკენ მიმართული სტრატეგის ნაწილია. განსაკუთრებულ ყურადღებს იმსახურებს ახალი უწყების  სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს  შექმნა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის თქმით, მამუკა მდინარაძე ძლიერი მენეჯერია, რომელსაც შეუძლია კომპლექსური და მრავალშრიანი სტრუქტურების ეფექტიანად მართვა.

„მმართველმა გუნდმა მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები განახორციელა, რაც სისტემური მართვის გაძლიერებისკენ მიმართული სტრატეგის ნაწილია. განსაკუთრებულ ყურადღებს იმსახურებს ახალი უწყების  სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს  შექმნა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

მდინარაძე არის ძლიერი მენეჯერი, რომელსაც შეუძლია კომპლექსური და მრავალშრიანი სტრუქტურების ეფექტიანად მართვა. მისი გამოცდილება და ორგანიზაციული უნარები საშუალებას იძლევა, რომ კოორდინაცია არ იყოს ფრაგმენტული, ის  ერთდროულად რამდენიმე სამინისტროს გაძლიერებაზე იმუშავებს. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, რადგან ამცირებს უწყებათაშორის დუბლირებას და ზრდის გადაწყვეტილებების მიღების ეფექტიანობას.

აღსანიშნავია, რომ მდინარაძემ ვიცე-პრემიერის პოსტიც მიიღო,  რაც მის პოლიტიკურ როლს კიდევ უფრო გააფართოებს.  მისი აქტიური პოლიტიკური ველიდან დროებით გასვლის შემდეგ გარკვეული სიცარიელე  შეიმჩნეოდა. დღევანდელ დინამიკურ პოლიტიკურ გარემოს სჭირდება აქტიური მამუკა მდინარაძე,  რომელიც ერთდროულად ფლობს როგორც მენეჯერულ, ისე პოლიტიკურ რესურსს. მისი დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი,  ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას.“ - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი