ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 21 აპრილი 2026, 21:49

ოპოზიციური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელი, ლუკა ჭოხონელიძე, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გაუპატიურებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პასუხობს და აცხადებს, რომ არავის მისცემს საკუთარი ღირსების შებღალვის უფლებას.

ჭოხონელიძის თქმით, სიმართლის დადგენა პირველ რიგში, მის ინტერესშია, ხოლო, სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე თანახმაა.

„პირველ რიგში, არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს ახლახანს ვესაუბრე რუსთავი2-ს, როგორი საოცარი დამთხვევაა, ამ მიმართულებით მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია და მინდა მკაფიოდ არის ის, რომ სიმართლის დადგენა (უფრო გასაჯაროვება) პირველ რიგში ჩემს ინტერესშია სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე ვარ თანახმა - სასამართლოზე, პროკურატურაზე და ასე შემდეგ ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ზ ე ამ თემაზე ჭორის დონეზე საუბარი, პირველ რიგში, მათ აზიანებს, ვინც მართლა წაწყდომია და აწყდება ამ ამორალურ საქციელს სხვა მხრივ კი, რაც მეტად მანაღვლებს ეს ჩემთვის ძვირფასი ადამიანების აზრია,” - წერს ლუკა ჭოხონელიძე.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა აქტივისტმა ალბი კორძაიამ, ჭოხონელიძე გოგონას გაუპატიურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გაუპატიურების მსხვერპლს საჯაროდ გამოჩენა არ უნდა. მოგვიანებით, კორძაიამ აღნიშული პოსტი წაშალა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი