დავით ქართველიშვილი: ეპოქა, როცა თბილისს შეიძლებოდა ეპყრობოდნენ როგორც პერიფერიას, სრულდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 22 აპრილი 2026, 10:53

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს ვაშინგტონის მიდგომების ცვლილებაზე საქართველოს მიმართ. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ საქართველო აშშ-სთვის იქცა ფუნქციონირებად ინფრასტრუქტურულ კვანძად, ეს კი ხდება მსოფლიოში მიმდინარე ომების ფონზე. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოზე ზეწოლა სრულად არ გამქრალა, თუმცა ცალსახად შერბილებულია:

„ზეწოლა ბოლომდე არ გამქრალა, მაგრამ გახდა დოზირებული: ზედმეტად მკაცრი ხაზი უკვე რისკებს ქმნის ტრანზიტული სტაბილურობისთვის და, შესაბამისად, თავად აშშ-სა და ევროკავშირის ინტერესებისთვის“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მზარდი სუბიექტურობა რუსეთს გარდაუვლად უბიძგებს, გადახედოს საკუთარ აღქმებს საქართველოზე და აღარ შეხედოს საქართველოს, როგორც ზეწოლის ობიექტს.

„არ იმჩნევენ, ჯიუტად არ იმჩნევენ. ან, პირიქით, ვერ ჩამოყალიბებულან საკუთარ რეაქციაში ნაცსექტანტები, რომლებიც "საქართველოში კი იბადებოდნენ, მაგრამ შემდგომ სულ წუხდნენ ამაზე". გამორიცხულია მათთვის შეუმჩნეველი იყოს ვაშინგტონის მიდგომის ცვლილება თბილისის მიმართ და ეს უკვე აღარ არის რიტორიკის ნიუანსი, ეს არის პარადიგმის ცვლილება. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში საქართველო ძირითადად განიხილებოდა იდეოლოგიური ზეწოლის ობიექტად: აქცენტი კეთდებოდა არჩევნებზე, სასამართლო სისტემაზე, მედია-სივრცეზე. ეს ავტომატურად ამცირებდა ოფიციალური თბილისის სუბიექტობას: ქვეყანა თითქოს "ფასდებოდა", მაგრამ არ განიხილებოდა დამოუკიდებელ ფაქტორად რეგიონულ არქიტექტურაში.

დღეს, უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე, ეს მოდელი დაიშალა. აშშ იძულებულია გაითვალისწინოს ახალი რეალობა: გადაკეტილი რუსული მარშრუტები, საზღვაო ლოჯისტიკის რისკები და ევროპასა და აზიას შორის ალტერნატიული დერეფნების საჭიროება. ამ სისტემაში საქართველო აღარ არის „გასაროზგი ბიჭუნა“, არამედ ზრდასრული და ფუნქციონირებადი ინფრასტრუქტურული კვანძია. მის გავლით გადის შუა დერეფანი, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, შენდება ახალი და იზრდება შავი ზღვის არსებული პორტების მნიშვნელობა. საქართველო უკვე აღარაა პოლიტიკური სამიზნე, არამედ მატერიალური აქტივია, რომლის იგნორირება დასავლეთს საკუთარი ინტერესების დაზიანების გარეშე აღარ შეუძლია.

ტრანსფორმაციის ფაქტობრივი ნიშნები აშკარაა: აშშ-ში ექსპერტულ და პოლიტიკურ დისკუსიებში საქართველო სულ უფრო ხშირად ფიგურირებს არა „რეფორმები/დემოკრატიის“ ჭრილში, არამედ სამკუთხედში: "ლოჯისტიკა-ენერგეტიკა-მდგრადობა". ზეწოლა ბოლომდე არ გამქრალა, მაგრამ გახდა დოზირებული: ზედმეტად მკაცრი ხაზი უკვე რისკებს ქმნის ტრანზიტული სტაბილურობისთვის და, შესაბამისად, თავად აშშ-სა და ევროკავშირის ინტერესებისთვის. აქედან გამომდინარეობს სანქციური რიტორიკის შერბილება, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აქცენტის გადატანა და შეფასებებში უფრო პრაგმატული ტონი.

და სწორედ აქ ჩნდება ფაქტორი, რომელსაც ბევრი ვერ აფასებს სათანადოდ: რუსეთის მხრიდან საქართველოს აღქმის გარდაქმნა. სანამ მოსკოვი თბილისს აღიქვამდა ასევე, როგორც ზეწოლის ობიექტს - დიალოგის სივრცე პრაქტიკულად არ არსებობდა. მაგრამ საქართველოს მზარდი სუბიექტობა, გამყარებული არა ლოზუნგებით, არამედ აშშ-სა და ევროკავშირის პრაქტიკული დამოკიდებულებით, გარდაუვლად აიძულებს ამ ლოგიკის გადახედვას. რუსეთი ისტორიულად აწარმოებს მოლაპარაკებებს მხოლოდ მათთან, ვისაც რეალური აქტივები და ბერკეტები გააჩნია.

იმ ფონზე, როცა საქართველო ყალიბდება საკვანძო ტრანზიტულ ჰაბად, მისი იგნორირება ან ძალის პოზიციიდან საუბარი სტრატეგიულად არამომგებიანი ხდება და ამის საშუალებას მას დღეს არც არავინ მისცემს. ეს ნიშნავს, რომ პერსპექტივაში მოსკოვი იძულებული გახდება გადავიდეს ზეწოლიდან ვაჭრობაზე, უკვე საკუთარი გეოეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. სხვა სიტყვებით, ეპოქა, როცა თბილისს შეიძლებოდა ეპყრობოდნენ როგორც პერიფერიას, სრულდება - და მასთან ისე მოქცევა, როგორც მოსკოვი ზოგჯერ იქცევა ბაქოსა თუ ერევანთან, სულ უფრო ნაკლებად შესაძლებელი ხდება“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი