ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
172 24 აპრილი 2026, 15:41

ბოლო დღეების განმავლობაში თვალს ვადევნებთ პოლიტიკურ სეირს, თუ როგორ ცდილობს კოლექტიური ნაცბანდის ერთი ნაწილი სააკაშვილისაგან დისტანცირებას და როგორ გააფთრებით ლამობს ნარცისიზმითა და განდიდების მანიით შეპყრობილი პატიმარი სააკაშვილი, შეეწინააღმდეგოს მისი პერსონის იგნორირების მცდელობას წვრილფეხა ნაცების მხრიდან, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

ხუბუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი პოლიტიკური არსება ყოველთვის იდგა და დგას მიხეილ სააკაშვილზე, შესაბამისად ის მართალია, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ იგნორირების მცდელობას ეწინააღმდეგება.

„ბოლო დღეების განმავლობაში თვალს ვადევნებთ პოლიტიკურ სეირს, თუ როგორ ცდილობს კოლექტიური ნაცბანდის ერთი ნაწილი სააკაშვილისაგან დისტანცირებას და როგორ გააფთრებით ლამობს ნარცისიზმითა და განდიდების მანიით შეპყრობილი პატიმარი სააკაშვილი, შეეწინააღმდეგოს მისი პერსონის იგნორირების მცდელობას წვრილფეხა ნაცების მხრიდან.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სააკაშვილი მართალია, რადგან ნაცბანდის მთელი პოლიტიკური არსებობა, მთელი მისი ბოროტება და მავნებლობა, მთელი მისი ანტიეროვნულობა და ანტიადამიანურობა ყოველთვის იდგა და დღემდე დგას მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკურ დემიურგზე. წრეგადასულ ძალადობას, ტერორს, ქუჩებში ახალგაზრდების ხოცვას, ციხეებში პატიმრების წამებასა და გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, სიტყვის თავისუფლების ჩახშობას, მართლმსაჯულების სისტემის გაბახებას, ტერიტორიების დაკარგვასა და ყველა სხვა უბედურებას, რაც ნაცბანდის სახელს უკავშირდება, რეალურად, ერთი კაცის - სააკაშვილის სახელი ჰქვია, სხვა დანარჩენები კი მხოლოდ ბოროტების აღსასრულებლად საჭირო ინსტრუმენტები იყვნენ.

სინამდვილეში, გვარამიაც, ბოკერიაც, მერაბიშვილიც, ადეიშვილიც, ახალაიებიც, ვაშაძეებიც, ბოკუჩავებიც, ხოშტარიებიც, მეგის ქარდავებიც, კოხტა კოდუებიც და ის ყავარჯნიანი ჯალათებიც, მაგიდაზე დაბმულ ქართველ კაცებს რომ აუპატიურებდნენ, წარმოადგენენ ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასებს. შესაბამისად, როცა ჯალათების ბანდას - კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნება სურს, მაგრამ ამის გაკეთებას უმთავრესი ჯალათის - სააკაშვილის იგნორირებითა და ,,პონტიდან მოტეხვით" ცდილობს, ეს უსამართლობაა, ხოლო სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ეს არის მეძავობა და ჩათლახობა. ნაცებო, ნუ ექცევით თქვენს ბელადს მეძავურად და ჩათლახურად! არ დაგავიწყდეთ, რომ მიშა ხართ და მიშად მიიქცევით!“- წერს ხუბუა X-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი