შაკო კუჭაშვილი: მელაძის „პირველმა“ სცადა პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა - ადგილობრივი პროპაგანდისტი არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
170 28 აპრილი 2026, 20:00

დღეს მელაძის „პირველმა“ სცადა, პრემიერის კომენტარით ესარგებლა და პირდაპირ ეთერში, რომელსაც ყველა ტელეკომპანია გადასცემდა - პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ადგილობრივი პროპაგანდისტი არ ელოდა, რომ ირაკლი კობახიძე მას მაშინვე სიზუსტით უპასუხებდა ხსენებულ პროდუქციაზე კონკრეტული ფასების შესახებ.

როგორც კუჭაშვილი აღნიშნავს, ქვეყანას სწორედ ასეთი მთავრობის მეთაური სჭირდება - მენეჯერი, რომელიც ყოველდღიურად აკონტროლებს მოქალაქეების საყოფაცხოვრებო მდგომარეობას და რეალურ მონაცემებს ფლობს.

“ადგილობრივი პროპაგანდისტი ნატო გოგელია არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით და მას მაშინვე უპასუხებდა წარმოუდგენელი სიზუსტით ხსენებულ პროდუქციაზე კონკრეტული ფასების შესახებ.

სწორედ ასეთი პრემიერი სჭირდება ქართველ ხალხს. მენეჯერი, რომელიც ყოველდღიურად აკონტროლებს მოქალაქეების საყოფაცხოვრებო მდგომარეობას და რეალურ მონაცემებს ფლობს. ეს ფაქტი ძალიან მახარებს, რადგან ის კიდევ ერთხელ ადასტურებს პრემიერის ძლიერ უნარებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერი და სახელისუფლებო გუნდი ფასებით კმაყოფილები არ არიან, რაც ინფლაციასთან ბრძოლის აქტიურ ნაბიჯებშიც ჩანს. თუმცა, შედეგებს დრო სჭირდება და ეს პროცესი მხოლოდ ადგილობრივ ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული,” - წერს შაკო კუჭაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი