დავით ქართველიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოხსენიების შესახებ: ასეთი სიგიჟის გამოვლენის ყოველ ჯერზე ჩვენ ვმყარდებით იმ პოზიციაში, რომ ძალიან სწორი კურსი გვაქვს არჩეული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 29 აპრილი 2026, 19:37
„სიგიჟე, რომელშიც სურთ ჩაგვითრიონ," - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გერმანიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მათი საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე ჯერ კიდევ მოიხსენიება ამ რანგში. 

როგორც დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას  აღნიშნა, მსგავსი ქმედებებით, გერმანია მორიგ ჯერზე  ადასტურებს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებით აგონიურ მდგომარეობაში იმყოფება. 

„ეს არის სიგიჟე, რომელშიც სურთ ჩაგვითრიონ. თავისი ჭკუით, ყველაზე „რეიტინგული“ პრეზიდენტი მათთვის კვლავ საქართველოს პრეზიდენტია. მათი რეიტინგების ლოგიკას თუ გავყვებით, ჩვენც შეგვიძლია რაიმე საიტი შევქმნათ და მასში გერმანიის ყველაზე რეიტინგული ხელისუფლება ავსახოთ ადოლფ ჰიტლერით სათავეში. არ დაგვავიწყდეს ბორმანი, გებელსი და ა.შ. სად წავალთ ასეთ სიგიჟეში? ამიტომ, გიჟი მივუშვათ თავის გზაზე და ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ. 

ამ თითქოსდა წვრილმანებსა და დეტალებში მათი აგონია საქართველოსთან მიმართებაში ნათლად ჩანს. ამით რა მიზნის მიღწევა უნდათ? გავებუტებოდით ფიშერს მორიგ ჯერზე, დავიბარებდით საგარეო უწყებაში და ამას გააპიარებდნენ, რათა შემდეგ რაიმე სახის რეზოლუციაში შეეტანათ პირველ საკითხად და ეთქვათ, თუ როგორ ვუბედავთ და ვიბარებთ მათ ელჩებს ამ ვითომდა არალეგიტიმურ საგარეო საქმეთა სამინისტროში? ამიტომ, ძალიან სასაცილოები არიან და ასეთი სიგიჟის გამოვლენის ყოველ ჯერზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმყარდებით იმ პოზიციაში, რომ ძალიან სწორი კურსი გვაქვს არჩეული," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მანვე კომენტარი გააკეთა  გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე. „პიტერ ფიშერი ყველაფერს აკეთებს საქართველოში. ოღონდ ხაზარაძემ ბინის ქირა არ გაუზარდოს და მზადაა თავი გადადოს, რათა  საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება და ბიუჯეტი, ხაზარაძისთვის ყოველთვიურად გადარიცხული თანხით, დიდად არ დააზარალოს,“ -  განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი