გია აბაშიძე: მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია. ​​ფასების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია საწვავის ღირებულებაზე. აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გალონზე 4 დოლარს გადააჭარბა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
180 30 აპრილი 2026, 11:58

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია. Brent მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 125 დოლარს გასცდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე გაიზარდა ამერიკული WTI-ის ფასიც, რომელმაც 110 დოლარს გადააჭარბა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, ნავთობზე ფასების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია საწვავის ღირებულებაზე. მისივე თქმით, ბაზარი უკიდურესად დაძაბულია, რადგან დიპლომატიური გზები ჩიხშია შესული, ხოლო სამხედრო-ეკონომიკური ბლოკადა გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს ამწვავებს.

„მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია. Brent მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 125 დოლარს გასცდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე გაიზარდა ამერიკული WTI-ის ფასიც, რომელმაც 110 დოლარს გადააჭარბა.

​​ნავთობზე ფასების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია საწვავის ღირებულებაზე. აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პიკს მიაღწია და გალონზე 4 დოლარს გადააჭარბა.

​ტრამპის ადმინისტრაცია ენერგეტიკულ გიგანტებთან (მაგალითად, Chevron) ერთად განიხილავს გზებს, თუ როგორ შეინარჩუნონ ბლოკადა თვეების განმავლობაში ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანი ამერიკელი მომხმარებლებისთვის.

​ირანის მხარე აცხადებს, რომ აშშ-ის ეკონომიკური ზეწოლა ვერ აიძულებთ დათმობებზე წასვლას და მოითხოვს ბლოკადის მოხსნას ნებისმიერი შეთანხმების მიღწევამდე.

​ბაზარი უკიდურესად დაძაბულია, რადგან დიპლომატიური გზები ჩიხშია შესული, ხოლო სამხედრო-ეკონომიკური ბლოკადა გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს ამწვავებს“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი