თამარ ჩიბურდანიძე: ევროპამ კარგად იცის, რომ დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ვერავინ ჩაანაცვლებს, სწორედ ამიტომ ვხედავთ განსხვავებულ კონტურებს დღეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 04 მაისი 2026, 15:43

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს ერევანში და კაია კალასის განცხადებას. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროპა-აზიის დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს მთავარი სიტყვა ეთქმის და ის ზეწოლა, რაც საქართველოზე მოდის, აიხსნება ბრიუსელის სურვილით, სწრაფად მოხდეს აღმოსავლეთთან დაკავშირება სხვადასხვა პროექტით. ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ბრიუსელს საქართველოში ევრობიუროკრატების მორჩილი ხელისუფლება სჭირდებოდა.

„ბრიუსელის მიერ საქართველოზე განხორციელებულ მრავალწლიან პოლიტიკურ შტურმს მხოლოდ ერთადერთი ახსნა აქვს - ევროპას ეჩქარება აღმოსავლეთთან დაკავშირება სხვადასხვა პროექტით, ასევე იცის, რომ აქ საქართველოს გვერდს ვერ აუვლის, მაგრამ სურს მათთვის ყურმოჭრილი, მორჩილი ხელისუფლება“ - წერს ჩიბურდანიძე.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ კაია კალასის განცხადების მიუხედავად, თვალშისაცემია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეცვლილი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ევროპა-აზიას შორის დაკავშირებადობის კუთხით გადამწყვეტი ეტაპი დგება. ამ პროცესებში კი მთავარი სიტყვა სწორედ საქართველოს ეთქმის.

ბრიუსელის მიერ საქართველოზე განხორციელებულ მრავალწლიან პოლიტიკურ შტურმს მხოლოდ ერთადერთი ახსნა აქვს - ევროპას ეჩქარება აღმოსავლეთთან დაკავშირება სხვადასხვა პროექტით, ასევე იცის, რომ აქ საქართველოს გვერდს ვერ აუვლის, მაგრამ სურს მათთვის ყურმოჭრილი, მორჩილი ხელისუფლება. ეს კი მიუღებელი აღმოჩნდა ქართველი ხალხისთვის და ამიტომ ნდობის მანდატი იმ გუნდს გადასცეს, ვინც ღირსეული გზით ატარებდა ქვეყანას.
ამის შედეგს დღეს ყველა თვალნათლივ ხედავს. სომხეთში, ევროპული პოლიტიკური საზოგადოებისგან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მყოფი საქართველოს პრემიერის გამოსვლას მრგვალ მაგიდასთან, ინტერესით ელიან. მიუხედავად კაია კალასის ჩვეული “მეგობრული” შენიშვნისა, თვალშისაცემია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების თითქოსდა შეცვლილი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. როგორც ჩანს, მათგან ჩართულმა წამზომმა ჩვენს წინააღმდეგ უკუშედეგი გამოიღო და ისრები მათკენ მიმართა.
ველოდით ევროპის პოლიტიკურ ფერისცვალებას და ველით კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატულ ფორმებში. ჩვენ არსად გვეჩქარება, მათ კი ყოველი დღე საქართველოს გარეშე ძვირად უღირთ” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი