ჩიხელიძე: ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანის დაკავება, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაწყებული გამოძიების დაგვირგვინებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 05 მაისი 2026, 16:49

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა, როგორც წესი მსგავსი მასშტაბის საქმეები სწრაფად და ზედაპირულად არ კეთდება, ამას სჭირდება თვეების განმავლობაში დაუღალავი შრომა, კომპლექსური გამოძიება და მტკიცებულებების ეტაპობრივი შეგროვება - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანის დაკავება, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაწყებული გამოძიების დაგვირგვინებაა.

„სუს - მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა, როგორც წესი მსგავსი მასშტაბის საქმეები სწრაფად და ზედაპირულად არ კეთდება, ამას სჭირდება თვეების განმავლობაში დაუღალავი შრომა, კომპლექსური გამოძიება და მტკიცებულებების ეტაპობრივი შეგროვება. ამიტომაც, დღევანდელი დაკავება უნდა განვიხილოთ როგორც ხანგრძლივი პროცესის შედეგი და არა ერთჯერადი მოქმედება. ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანის დაკავება, რეალურად სუს - ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაწყებული გამოძიების დაგვირგვინებაა. სწორედ იმ ეტაპზე დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პირების მიმართ შეურიგებელი და სისტემური ბრძოლა, რომელმაც შექმნა საფუძველი დღევანდელი შედეგებისთვის. მდინარაძემ მოკლე დროში შეძლო ეფექტიანი და სტრუქტურულად გამართული მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც მისი წასვლის შემდეგაც შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას და კონკრეტულ შედეგებს დებს. ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი დაკავება, რაც არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც მიზნად ქვეყნის შიგნით მოქმედი საფრთხეების გამოვლენას და მათზე დროულ რეაგირებას ისახავს.“ - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი