ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ოპოზიციურ ელექტორატს: ვკითხულობ 26 მაისის აქციაზე, „რა არის მიზანი“, „ასჯერ გამოვედით და რა“, „ოპოზიცია არ ვარგა“ - ყველა უნიჭო და უ@რაკო ამას იმეორებს, თითქოს მე ან ვინმეს, ვალდებულებები გვქონდეს, რომ სასწაულები ჩავიდინოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
152 05 მაისი 2026, 19:01

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაჟღერებულ სხვადასხვა კრიტიკულ მოსაზრებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს გზავნილები უკვე კლასიკაა, რომელთა ავტორებიც უნიჭოები არიან.

ხალხის მობილიზაციასთან დაკავშირებით შექმნილ სირთულეებზე კი, ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას ბუჩქებში არ ჰყავს ხალხი დამალული და მიიჩნევს, რომ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი ჰქვია, განსაკუთრებული ვალდებულებები არ აქვს.

„26 მაისს, 19:00 საათზე დაანონსებულია აქცია, თსუ-დან მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ, „ალიანსმა" დააანონსა. მესმის და ვკითხულობ სხვადასხვა ტექსტებს ამ აქციაზე: „რა არის მიზანი“, „რატომ უნდა გამოვიდეთ“, „ასჯერ გამოვედით და მერე რა“, „სანამ ალტერნატივა არ გამოჩნდება, არაფერს აზრი არ აქვს“, „ოპოზიციის ბრალია ყველაფერი, ოპოზიცია არ ვარგა“ - ეს კლასიკაა უკვე, ყველა უნიჭო და უ@რაკო ამას იმეორებს 24/7, სოც. ქსელში იქნება თუ ტელევიზორში, თითქოს ვინმეს - მე, ან რომელიმე სხვა მოქალაქეს რაღაც განსაკუთრებული ვალდებულებები ჰქონდეს, რომ სასწაულები ჩავიდინოთ. კიდევ არის ის, რომ „პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხს“ - გეგონება, მე სადმე ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და მეზარებოდეს ამ ხალხის გამოყვანა. მოკლედ, ტონა აზრებია, ერთ სულზე ოცი აზრი მოდის, მათ შორის, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი. საერთოდ, ისიც არ მესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ მე, ან ვინმეს, ხალხის გაღვიძების ვალდებულება მაქვს, იმიტომ, რომ პოლიტიკოსი მქვია - კაი ნუ გაა@@აკე, მართლა კაცო?“ - აცხადებს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ის მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებიც „ბრძნულ აზრებს აფრქვევენ“, პოლიტიკოსები რომ არ იყვნენ, საკუთარ სიმხდალეს და უუნარობას ვის დააბრალებენ.

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციურად განწყობილი ყველა შეშინებული და ნაადრევად დაღლილი, ქართველ მადიარს ან რუსეთის დაშლას ელოდება, რადგან ეს „უსაფრთხო და მოდური თავშესაფარია.“

„პოლიტიკოსი მქვია და ამიტომ, რაღაც განსაკუთრებული ვალდებულებები მაქვს?! ვისაც პოლიტიკოსებს ეძახით, ალბათ ორი ათეული ადამიანი, ეგ ხალხი რომ უცებ პენსიაზე გავიდეს ჩემი ჩათვლით, რომ ვთქვათ აღარ გვინდა, დავიღალეთ, მოგვბეზრდა, შვილებს გვინდა მივხედოთ, ან შეიძლება დაგვიჭირონ, ან, მაგალითად, გვკრძალავენ - მერე შენ რას აპირებ? კონკრეტულად შენ, ბრძნულ აზრებს რომ აფრქვევ და მაგითი რომ ხარ დაკავებული, ან მაგასაც არ აკეთებ - მერე ვისკენ იშვერ თითს და როგორ აგრძელებ ამ რაღაც უთავმოყვარეო წუმპეში ცხოვრებას, მერე ვის აბრალებ ყველაფერს, მათ შორის, საკუთარ სიმხდალეს და უუნარობას? იდეაში, ალბათ მოიგონებ რამეს, სხვა თუ არაფერი, გადაბარგდები იმ მრავალრიცხოვანი ადამიანების რიგებში, რომლებიც ახლა ახალი ქართველი მადიარის გამოჩენას, ან რუსეთის დაშლას ელოდებიან, რადგან, ამ წუთში, ეგ არის ყველაზე უსაფრთხო და რაღაც „პონტში“, მოდური თავშესაფარი ყველა შეშინებულისთვის ან ნაადრევად დაღლილისთვის“, - აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი