ნიკოლოზ მეტრეველი: მეუფე ზენონის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არის ცრუ და საზიანო, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
122 06 მაისი 2026, 15:27

საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს კონკრეტულად რა ფაქტებზე დაყრდნობით კეთდება ასეთი მძიმე განცხადებები. თუ მსგავსი ფაქტები არ არსებობს, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს რიტორიკა ემსახურება სხვა, საზოგადოებისთვის უცნობ ინტერესებს. მეუფე ზენონმა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, მეუფე ზენონ იარაჯულის მიერ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ.

როგორც მეტრეველი აღნიშნავს, მსგავსი განცხადებები ეხმიანება იმ ნარატივებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს სტაბილურობის შერყევისა და მისი საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისკენ, ხოლო, მეუფე ზენონმა, ან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

„მეუფე ზენონის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არის უკიდურესად ცრუ და საზოგადოებისთვის საზიანო. განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც ასეთი დეზინფორმაცია მოდის სასულიერო პირისგან, რომლის სიტყვაც საზოგადოებაში წესით ნდობას უნდა იმსახურებდეს. მსგავსი განცხადებები ობიექტურად ეხმიანება იმ ნარატივებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს სტაბილურობის შერყევისა და მისი საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისკენ. საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს კონკრეტულად რა ფაქტებზე დაყრდნობით კეთდება ასეთი მძიმე განცხადებები. თუ მსგავსი ფაქტები არ არსებობს, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს რიტორიკა ემსახურება სხვა, საზოგადოებისთვის უცნობ ინტერესებს. მეუფე ზენონმა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. და ბოლოს: დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგინდება, როგორც ამ განცხადებების რეალური საფუძვლების, ისე იმ მოტივების შესახებ, რაც მის უკან დგას. ერსაც და ბერსაც სჭირდება სიცხადე, და ეს სიცხადე აუცილებლად მოვა…" - წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი