ლადო სადღობელაშვილი: მეუფე ზენონის განცხადება ეკლესიის შიდა ერთიანობაზე პირდაპირი დარტყმაა. მეუფე შიოს წინააღმდეგ ასეთი ტონით გამოსვლა ჰგავს არა პრინციპულ პოზიციას, არამედ პირად დაპირისპირებას, რომელიც საჯარო სივრცეში გამოიტანეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 06 მაისი 2026, 15:29

„მეუფე ზენონის განცხადება, სადაც იგი ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მეუფე შიოს როლსა და ავტორიტეტს, არის არა უბრალოდ კრიტიკა, არამედ ეკლესიის შიდა ერთიანობაზე პირდაპირი დარტყმა“- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი.

მისი თქმით, მეუფე ზენონმა უნდა გაიაზროს, რომ ასეთი რიტორიკა პირდაპირ აზიანებს როგორც საპატრიარქოს ავტორიტეტს, ისე მორწმუნე საზოგადოების ნდობას.

„მეუფე ზენონის განცხადება, სადაც იგი ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მეუფე შიოს როლსა და ავტორიტეტს, არის არა უბრალოდ კრიტიკა, არამედ ეკლესიის შიდა ერთიანობაზე პირდაპირი დარტყმა.

როცა მაღალი იერარქი საჯაროდ აკეთებს მსგავს განცხადებებს, ეს უკვე აღარ არის „სხვა აზრი“, ეს არის პასუხისმგებლობის დაკარგვა.

მეუფე ზენონმა უნდა გაიაზროს: ეკლესია არ არის პოლიტიკური მოედანი, სადაც პროვოკატორული იმიჯის მქონე ტელევიზიიდან ხმამაღალი განცხადებებით ქულებს იწერ. ასეთი რიტორიკა პირდაპირ აზიანებს როგორც საპატრიარქოს ავტორიტეტს, ისე მორწმუნე საზოგადოების ნდობას.

მეუფე შიო წლებია ასოცირდება სტაბილურობასთან და ეკლესიის მართვის პროცესთან. მის წინააღმდეგ ასეთი ტონით გამოსვლა ჰგავს არა პრინციპულ პოზიციას, არამედ პირად დაპირისპირებას, რომელიც საჯარო სივრცეში გამოიტანეს.

ეკლესია ძლიერია მაშინ, როცა იგი ერთიანია!

Ps „ტაბულას ინფორმაგორი“!“- წერს სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი