აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 06 მაისი 2026, 16:14

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა. მხოლოდ ახლა, როდესაც სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც ძალოვანი უწყებების კოორდინაცია არის იდეალური და როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა იმის, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. აბაშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩატარებული ნებისმიერი მსგავსი ოპერაცია იყო „PR-კლოუნადა“.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქამდე არ ჰქონდა არც ძალა და არც სუვერენული სიძლიერე იმისათვის, რომ მსგავსი მასშტაბის გამოწვევებს შესჭიდებოდა.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა. მხოლოდ ახლა, როდესაც სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც ძალოვანი უწყებების კოორდინაცია არის იდეალური და როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა იმის, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები. სააკაშვილის რეჟიმის დროს, აბსოლუტურად ყველა დაკავება, რომელსაც ასაღებდნენ ჯაშუშების გამოვლენად - იყო კამერების თანდასწრებით ჩატარებული PR-კლოუნადა. ნუ დაგვავიწყდება, რომ თავის დროზე, მათ მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირები ახლა პარტიის წევრებად და პოლიტიკურ თანამოაზრეებად ჰყავთ. ხოლო "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, სამწუხაროდ, აქამდე არ ჰქონდა არც ძალა და არც სუვერენული სიძლიერე, რომ ამ მასშტაბის პრობლემებს შესჭიდებოდა. მადლობა ყველას, პრემიერ კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, გეკა გელაძეს, გიორგი გვარაკიძეს, სულხან თამაზაშვილს და რაც მთავარია, მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩვენი სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ, კომპლექსური მუშაობით ამ დონემდე მივიდა,“- წერს გია აბაშიძე. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე - გიორგი უძილაური.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი