ეკა სეფაშვილი: მეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან, თავიანთი სიცოცხლით დაიცვან სამშობლო, მათ შორისაა ჩემი შვილიც, რომელმაც დღეს დადო ფიცი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
247 09 მაისი 2026, 14:41

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

მედიასთან საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამაყობს ახალგაზრდებით, რომლებიც ქვეყნის სამსახურისთვის მზად არიან.

მისი განცხადებით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ახალგაზრდების მშობლებსა და მასწავლებლებს, რომლებმაც მათში პატრიოტული ღირებულებები აღზარდეს.

„მეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან, თავიანთი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით დაიცვან ჩვენი სამშობლო. მადლობას ვუხდი მათ მშობლებს, ოჯახებსა და მასწავლებლებს მათი ასეთი პატრიოტიზმისათვის.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შვილიც იყო რეზერვისტების რიგებში, მანაც დღეს დადო ფიცი და დარწმუნებული ვარ, ისიც ერთგულად ემსახურება ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი