ლიზა გეგეჭკორი რადიკალებზე: როგორც ეშმაკი კარგავს ძალას ჯვრის დანახვაზე, ზუსტად ისე ატეხეს ჭყვიტინი ახალი პატრიარქის დანახვისას - როგორ ახერხებენ, რომ ყველაზე ეროვნულად მნიშვნელოვან მომენტებშიც კი მხოლოდ ბოღმა და ზიზღი აფრქვიონ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
150 11 მაისი 2026, 18:06

დააკვირდით ნაცების რეაქციას, როგორც ეშმაკი და უწმინდური სული ფრთხება და კარგავს ძალას ჯვრის დანახვაზე, ზუსტად ისე შეიცხადეს და ჭინკებივით ჭყვიტინი ატეხეს ახალი პატრიარქის დანახვისას, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, "ნაცმოძრაობა" ყველაზე ნათელ და ეროვნულად მნიშვნელოვან მომენტებშიც კი მხოლოდ ბოღმასა და ზიზღს აფრქვევს.

„მაშინ, როცა სრულიად საქართველო ამ მოვლენას უდიდესი პატივისცემით, იმედითა და აღმატებული სულიერი განწყობით ხვდება, ეს ხალხი ისევ საკუთარ სტიქიაშია, სხედან და შხამს ანთხევენ.
მართლა საოცარია, როგორ ახერხებენ, რომ ყველაზე ნათელ და ეროვნულად მნიშვნელოვან მომენტებშიც კი მხოლოდ ბოღმა და ზიზღი აფრქვიონ? თუმცა, გასაკვირიც აღარაფერია, სინათლე ყოველთვის აშინებს მათ, ვინც ბოროტებით ცხოვრებას არის შეჩვეული“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი