ნიკა გვარამია სააკაშვილის პოსტზე: გასაგებია, რომ გვინდა ცვლილებები, მაგრამ რეალობა იმგვარია, როგორც არის და ყველანი ვცდილობთ ერთად, რომ ყველაფერი გამოგვივიდეს. მე არ ვარ დაბალი წარმოდგენის ქართულ ოპოზიციაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
147 12 მაისი 2026, 16:27

პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმაურება, რომელშიც ის ოპოზიციას აკრიტიკებს და ოპოზიციურ გაერთიანებას სტრატეგიას უწუნებს.

ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ სააკაშვილის კრიტიკის ობიექტი მისივე პარტიაა.

„პირველ რიგში, წერს საკუთარ პარტიაზე, რომელიც მას ჰყავს მოგეხსენებათ. გასაგებია, რომ გვინდა ცვლილებები, მით უმეტეს საქართველოს პრეზიდენტს 9 წლის განმავლობაში. მაგრამ რეალობა იმგვარია, როგორც არის და ყველანი ვცდილობთ ერთად, რომ ყველაფერი გამოგვივიდეს. მე არ ვარ დაბალი წარმოდგენის ქართულ ოპოზიციაზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „ახლა ცალ-ცალკე მოყელყელავე პარტიების და სინამდვილეში „ფეისბუქ კუტოკების“ ნაცვლად, საჭიროა დეცენტრალიზებული ჰორიზონტალური რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი