ლევან ჭოტორლიშვილი ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე: არაკომპეტენტური მიზანტროპების და ინფანტილების ნაზავია მთელი ოპოზიციური სპექტრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
140 13 მაისი 2026, 10:17
პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი, „იმედზე“  ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ დებატებს სოციალურ ქსელში აფასებს. 

ჭოტორლიშვილის განცხადებით, პარტია „გირჩში“ ძალიან უცნაური ხალხია, რამდენადაც მათ სჯერათ, რომ აქვთ უნივერსალური ცოდნა და პასუხი ყველა პრობლემის, რომლებიც მხოლოდ მათ იციან, მისივე თქმით, სანდრო რაქვიაშვილმა საზოგადოებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია ევროპაში მოქმედ სადაზღვევო სისტემასთან და ექიმთან ვიზიტთან დაკავშირებით. 

ჭოტორლიშვილმა, ასევე გაიხსენა წარსულის მძიმე მაგალითი -  „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ჯანდაცვის მინისტრის, ანდრია ურუშაძის, მმართველობის პერიოდი, როდესაც გადაუდებელი პაციენტები საკაცეებით ეზოებში ეყარნენ, რადგან საავადმყოფო, მომსახურების გაწევამდე თანხის გადახდას ითხოვდა. 

„დებატები ვნახე ჯანდაცვის თემაზე. გირჩი, ვინმე სანდრო რაქვიაშვილი ამტკიცებდა ევროპაში ჯანდაცვის სისტემა არ ვარგა, პაციენტებს თვეობით უწევთ ლოდინიო. სინამდვილეში გეგმიური ვიზიტისთვის დაზღვევით ლოდინი უწევთ თუ გადაუდებელი არ არის, თუმცა შეუძლიათ ფული გადაიხადონ და არ დასჭირდებათ ლოდინი. 
ძალიან უცნაური ხალხია გირჩში, პოპულისტებსაც ვერ დავარქმევ. დარწმუნებული არიან, რომ არსებობს უნივერსალური ცოდნა და ყველა პრობლემის პასუხი რომელიც მხოლოდ მათ იციან. გულწრფელად სჯერათ, რომ საქართველოს განვითარების და ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანაში შეიძლება ევროპაზე უკეთესი ჯანდაცვის სისტემა იყოს. 
ნაცების ჯანდაცვის მინისტრ ურუშაძეზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. ეგ რომ იყო მინისტრი გადაუდებელი პაციენტები საკაცეებით საავადმყოფოების ეზოებში ეყარნენ. საავადმყოფოები არ ღებულობდნენ, ჯერ ფული გადაიხადეთო. არაკომპეტენტური მიზანტროპების და ინფანტილების ნაზავია მთელი ოპოზიციური სპექტრი,“- წერს ლევან ჭოტორლიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი