ლევან ჟორჟოლიანი: მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1211 13 მაისი 2026, 17:05
მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა სამთავრობო და საპარლამენტო კომისიამ აქტიურად იმუშავა.

„გამოკვეთა პრობლემური საკითხები სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. ეს არის მოკლე ვადაში შედეგი. ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა საბოლოო შედეგი ფასებთან მიმართებაში უკვე გრძელ ვადაში იქნეს მიღწეული“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ ვენესუელას 150 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ღირსების მედლები გადასცა
საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე - არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას
პრეზიდენტი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
არქივი