დავით ქართველიშვილი: ევროკავშირმა მარტში რუსეთიდან LNG-ის შესყიდვები თითქმის გააორმაგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 19 მაისი 2026, 18:17

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაზრდილ ვაჭრობას ეხმიანება.

ანალიტიკოსი წერს, რომ მარტში ევროკავშირმა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ყოველთვიური შესყიდვები თითქმის გააორმაგა და 900 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

მისივე თქმით, გაზაფხულის პირველ თვეში ევროპის ქვეყნებმა 933 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ბუნებრივი აირი შეიძინეს, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 1.8-ჯერ მეტია. თებერვალში მიწოდების მოცულობა 508.3 მილიონ დოლარს შეადგენდა.

„მარტში, ევროკავშირმა დაიკიდა საკუთარი სანქციები და რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ყოველთვიური შესყიდვები თითქმის გააორმაგა და ევროსტატის მონაცემებით, 900 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გაზაფხულის პირველ თვეში, ევროპის ქვეყნებმა 933 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ბუნებრივი აირი შემოიტანეს. ეს 1.8-ჯერ მეტია თებერვალთან შედარებით, როდესაც მიწოდებამ 508.3 მილიონი დოლარი შეადგინა.

რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ძირითადი იმპორტიორი სამი ქვეყანა იყო: ესპანეთმა 358.9 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი შეიძინა, საფრანგეთმა 320.4 მილიონი დოლარის, ხოლო ბელგიამ 253.8 მილიონი დოლარის ღირებულების. მარტში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების საერთო ღირებულება ევროპული ბაზრისთვის რეკორდული იყო. ასეთი მაღალი დონე 2025 წლის იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
სანქციების პირობებში, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მარტის მიწოდებამ ევროპაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი