დავით ჩიხელიძე ილია ღლონტზე: ტყუილს მიზანმიმართულად ან არცოდნით ავრცელებს. რეალურად, დღეს საქართველოში 8 500-მდე პატიმარია და არა 20 000-ზე მეტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 20 მაისი 2026, 11:49

სამოქალაქო აქტივისტი ილია ღლონტი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც ექსპერტი, დავით ჩიხელიძე ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ღლონტი ტყუილს შეგნებულად ავრცელებს და ეს არის მავნებლობა, რადგან რეალურად, დღეს საქართველოში 8 500-მდე პატიმარია და არა 20 000+ როგორც ამას ოპოზიციის პროპაგანდა წარმოაჩენს.

მისივე შეფასებით, თუ ღლონტი ინფორმაციას უმეცრებით ავრცელებს, მაშინ საქმე ასევე რთულადაა, რადგან ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ სიმართლეს ღაღადებს, არ აქვს შესაბამისი ცოდნა, ისაუბროს გარკვეულ საკითხებზე, ცოდნის ნაკლებობასთან ერთად კი თავს არ იწუხებს, გადაამოწმოს ინფორმაცია.

„ტყუილი, რომელსაც მიზანმიმართულად ან არ ცოდნით ავრცელებს. რეალურად დღეს საქართველოში 8 500-მდე პატიმარი არის და არა 20 000+ როგორც ამას ოპოზიციის პროპაგანდა წარმოაჩენს. თუ აღნიშნულ ტყუილს ილია ღლონტი შეგნებულად ავრცელებს, ეს არის მავნებლობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ქვეყნის მტრობა. ხოლო თუ უმეცრებით ავრცელებს, მაშინ საქმე ასევე რთულად გვაქვს, რადგან ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ სიმართლეს ღაღადებს, თურმე არ აქვს შესაბამისი ცოდნა, ისაუბროს გარკვეულ საკითხებზე, ცოდნის ნაკლებობასთან ერთად კი, თავს არ იწუხებს გადაამოწმოს ინფორმაცია და საზოგადოებას ჭეშმარიტება უთხრას!“ - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი