შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგში საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო დაემარცხებინა ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა ჩვენთან სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა. ეს არის კიდევ ერთი მხილება, რომ სიძულვილის ენა სრულად ითესება გარედან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1206 20 მაისი 2026, 11:59

სტრასბურგში საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო დაემარცხებინა ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა ჩვენთან სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა. ეს არის კიდევ ერთი მხილება, რომ სიძულვილის ენა სრულად ითესება გარედან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებამ საბოლოო ბეჭედი დაასვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და გამოაჩინა სრული მხარდაჭერაა ამ პოლიტიკის მიმართ.

„გარკვეული პერიოდია, რაც საქართველოს პარლამენტმა კანონმდებლობა მოიყვანა იმ შესაბამისობაში, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში არ უშვებს, მათ შორის, სიძულვილის ენას. ასე რომ კანონმდებლობა არის სათანადო დონეზე და მნიშვნელოვანია, რომ აღსრულებაც იყოს აქტიური. მიხარია, რომ შსს-მ გადაწყვიტა პროაქტიულად მიუდგეს ამ საკითხისთვის შექმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც დაკავდება იმით, რომ აღმოიფხვრას ის მცდელობები ღვარძლის, მტრობის, რა მიზანიც დღეისათვის სინამდვილეში სიძულვილის ენას აქვს საქართველოში. გუშინ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საბოლოო ბეჭედი დაასვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას. ამ გადაწყვეტილებით სრული მხარდაჭერაა ამ პოლიტიკის მიმართ. კიდევ კარგი, რომ სტრასბურგში საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო დაემარცხებინა ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა ჩვენთან, საქართველოში სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა. ეს არის კიდევ ერთი მარცხი ბრიუსელის საქართველოსთან და კიდევ ერთი მხილება, რომ სიძულვილის ენა სრულად ითესება გარედან. თქვენ გახსოვთ მათ შორის სიძულვილის კამპანიაში ჩართული ელჩები. გერმანიის ელჩი, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა ერთ-ერთ შეხვედრაზე და ამაზე არანაირი რეაქცია არ აქვს. ეს საკითხი წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკისა და ემოციების საკითხს, არამედ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, რომ შეურაცხყოფა, სიძულვილის, ზიზღის ენა არ იყოს საზოგადოების დისკუსიის დროს ლექსიკის ნაწილი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვოლსკი: საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია
აშშ ვენესუელას 150 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ღირსების მედლები გადასცა
საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე - არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას
არქივი