დავით ჩიხელიძე: საპატრიარქოს ეზოში შევარდნა, არაა უბრალო ინციდენტი, ესაა იმ აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მართული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ეწევიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 20 მაისი 2026, 15:16

საპატრიარქოს ჭიშკარი იმ აგრესიამ შეანგრია, რომელსაც ეკრანებიდან და სოციალური ქსელებიდან მუდმივად აფრქვევენ. როცა ადამიანებს ასწავლი საკუთარი სიწმინდეებისა და ტრადიციების სიძულვილს, შედეგად იღებ ზუსტად იმას, რაც დღეს ვიხილეთ, შეურაცხმყოფელ ყვირილსა და ფიზიკურ იერიშს სულიერ ცენტრზე - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საპატრიარქოს ჭიშკრის შენგრევა და პატრიარქის მისამართით ლანძღვა, კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია იმისა, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ანტიეროვნულმა და ანტიეკლესიურმა რიტორიკამ. ჩიხელიძის თქმით, დროა, ყველამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დასრულდეს ეს მიზანმიმართული კამპანია ქვეყნის მთავარი საყრდენის- ეკლესიის წინააღმდეგ.

„საპატრიარქოს ეზოში შევარდნა, არ არის უბრალო ინციდენტი ან შემთხვევითი აქტი, ეს არის იმ დაუღალავი, აგრესიული თავდასხმების პირდაპირი და ლოგიკური შედეგი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მართული მედიასაშუალებები წლებია მიზანმიმართულად ეწევიან. მათი მხრიდან ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ ზიზღის ტირაჟირება ყოველდღიურ ნორმად იქცა, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ზუსტად ასეთ რადიკალურ და საშიშ ნაბიჯებში ისახება.

დღეს საპატრიარქოს ჭიშკარი იმ აგრესიამ შეანგრია, რომელსაც ეკრანებიდან და სოციალური ქსელებიდან მუდმივად აფრქვევენ. როცა ადამიანებს ასწავლი საკუთარი სიწმინდეებისა და ტრადიციების სიძულვილს, შედეგად იღებ ზუსტად იმას, რაც დღეს ვიხილეთ, შეურაცხმყოფელ ყვირილსა და ფიზიკურ იერიშს სულიერ ცენტრზე.
ეს შემთხვევა კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია იმისა, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ანტიეროვნულმა და ანტიეკლესიურმა რიტორიკამ. დროა, ყველამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დასრულდეს ეს მიზანმიმართული კამპანია ქვეყნის მთავარი საყრდენის წინააღმდეგ!“ - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი