დავით ქართველიშვილი პეტერ ფიშერზე: უკვე მერამდენე ელჩს უშვებს საქართველოს ხელისუფლება პენსიაზე. ვუსურვებ მას კარგ პენსიას, არა დამსახურებულ დასვენებას და ველოდებით ახალ ელჩს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 22 მაისი 2026, 19:32

უკვე მერამდენე ელჩს უშვებს საქართველოს ხელისუფლება პენსიაზე, ვუსურვებ მას კარგ პენსიას, არა დამსახურებულ დასვენებას და ისევე, როგორც მთელი საქართველო, ელოდება ამერიკის სულ სხვა, ახალ ელჩს, ასევე ველოდებით გერმანიის ახალ ელჩს, - განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისივე თქმით, იმაზე უარესად, როგორც ურთიერთობები პეტერ ფიშერის დროს დაიძაბა საქართველო-გერმანიას შორის, ვეღარ დაიძაბება.

„გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. გერმანიას ჰყავდა არაერთი არაჩვეულებრივი პრაგმატიკოსი, ევროპელი ელჩი, რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა, რომელ ქვეყანაში ასრულებს თავის დიპლომატიურ მისიას, ბატონი ფიშერისგან განსხვავებით. ეს არის უკვე მერამდენე პენსიონერი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უშვებს პენსიაზე. ქალბატონების, დანიგანის, დეგნანის შემდეგ ბატონი ფიშერიც მიდის პენსიაზე, რომელიც არაფრით ფინალურ აკორდს ვერ დაამშვენებს რაიმე დიპლომატიური მიღწევით ჩვენს ქვეყანასთან. არადა ჩვენთან ურთიერთობა ძალიან მარტივია და მე მინდა ვუსურვო კარგი პენსია, არა დამსახურებული დასვენება ბატონ ფიშერს და ისევე, როგორც მთელი საქართველო ელოდება ამერიკის სულ სხვა ახალ ელჩს, ასევე ველოდებით გერმანიის ახალ ელჩს. თუ გერმანიაში პრაგმატული პოლიტიკა უკვე იკრებს თავის ძალას იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ მემარჯვენე კონსერვატიული პარტიები, ძალები სულ უფრო პოპულარულები ხდებიან გერმანიის პოლიტიკურ სივრცეში და იქაც უახლოვდება გერმანიას ახალი არჩევნები და შეიძლება ძალების გადანაწილება მოხდეს. შეიძლება ერთი წელიც გავიდეს იქამდე, სანამ სულ სხვა მეინსტრიმი იქნება გერმანიაში და სულ სხვა მიდგომა ექნება გერმანიას მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ იმაზე უარესად, რაც ფიშერის დროს მოხდა ურთიერთობების დაძაბვა, აღარ შეიძლება მოხდეს",- აღნიშნა ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი