გია აბაშიძე: ისედაც აფინანსებს სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ყოველწლიურად 3 მილიონით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 23 მაისი 2026, 23:15

უსამშობლო მანიპულატორების მოთხოვნებში თავიდან იყო - „წამალი ბავშვებს", „მთავრობას ფული ენანება". დაიწყო საზოგადოებრივი კამპანია თანხების შეგროვებისთვის. ნაცგაიძვერებმა იციან, რომ ჯერ არ არსებობს აპრობირებული ჯადოსნური მედიკამენტი და ახლა მოითხოვენ, რომ მობილიზებული თანხებით დაავადებულ ბავშვებს შეუძინონ ეტლები და მიაწოდონ ჯანდაცვის აუცილებელი სერვისები - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, გულწრფელი თანადგომა ფასდაუდებელია, მაგრამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების უმძიმესი პრობლემების უკან ამოფარებულია პოლიტიკურ დივიდენდებზე დახარბებული „ნაცსექტა“.

„უსამშობლო მანიპულატორების მოთხოვნებში თავიდან იყო - "წამალი ბავშვებს", "მთავრობას ფული ენანება". დაიწყო საზოგადოებრივი კამპანია თანხების შეგროვებისთვის. ნაცგაიძვერებმა იციან, რომ ჯერ არ არსებობს აპრობირებული ჯადოსნური მედიკამენტი და ახლა მოითხოვენ, რომ მობილიზებული თანხებით დაავადებულ ბავშვებს შეუძინონ ეტლები და მიაწოდონ ჯანდაცვის აუცილებელი სერვისები.

ყურადღება! ამას ისედაც აფინანსებს სახელმწიფო ყოველწლიურად 3 მილიონით (ეტლები, მასაჟები და ა.შ.). მაშ რას მოითხოვენ ნაცმანქურთები სხვების შეცდომაში შეყვანითა და ბილწი პოლიტტექნოლოგიური შულერობით?!

უდიდესი მადლობა და პატივისცემა თითოეულ თანამემამულეს გაღებული ალალი მოწყალებისთვის!

მაგრამ ნაცპარაზიტები რომ ამოსაშანთნი არიან, კიდევ ერთხელ დარწმუნდება არაერთი, ადრე თუ გვიან DMD-ზე არაკაცური და არაქალური ნაცსპეკულანტობის გამოც!“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი