ბაჩო ოდიშარია: ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 26 მაისი 2026, 21:15

ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ფატალური რისკების მიუხედავად, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა, - წერს კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია ოპოზიციის მიერ ატეხილ მორიგ ისეტერიაზე “ტვ იმედის“ მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელზეც მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი არიან გამოსახულები.

ოდიშარიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ისტერიკა ბუნებრივია, რამდენადაც ბიძინა ივანიშვილი მათთვის მათივე “ძალადობრივი რეჟიმისგან გათავისუფლების სიმბოლოა”.

“ისტერიკის ახალი ტალღა დაიმართეს ნაცებმა და ლიბერალებმა: ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად როგორ გამოსახეთ დამოუკიდებლობის დღის მისალოც ბარათზეო. ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ფატალური რისკების მიუხედავად, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა. ამიტომ გასაგებია ნაცების და ლიბერალების ისტერიკა — მათთვის ხომ ის მათივე ძალადობრივი რეჟიმისგან გათავისუფლების სიმბოლოა; შესბაამისად, გიჟდებიან, როგორც ვამპირები ჯვრის დანახვაზე.

გილოცავთ იმპერიებისგან, რეჟიმებისგან და აგენტურისგან თავისუფალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!”- წერს ბაჩო ოდიშარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი