ეკა სეფაშვილი: ამ პოლიტიკური მავნებლების მოსაზრებებს ზედმეტად დიდ ყურადღებას ვანიჭებთ. ისინი ნებისმიერ ვითარებაში სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
150 27 მაისი 2026, 11:11

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მხრიდან ამერიკის პრეზიდენტისთვის დემოკრატიის დაწუნების ფაქტზე.

დეპუტატის თქმით, როგორც ყოველთვის რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება.

„ამ პოლიტიკური მავნებლების მოსაზრებებს ზედმეტად დიდ ყურადღებას ვანიჭებთ. ისინი ნებისმიერ ვითარებაში სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდებიან. ჯერ იყო და ლანძღავდნენ დონალდ ტრამპს, შემდეგ არჩევნებში მის გამარჯვებას ზარზეიმით შეხვდნენ, მერე ისევ ლანძღვა დაიწყეს, ახლაც განსხვავებული პოზიცია აქვთ.

რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოცანაა ყველაფერ სასიკეთოს დაუპირისპირონ ნეგატივი, მოსახლეობაში გააჩინონ უიმედობის და სასოწარკვეთის განცდა იმ მიზნით, რომ როგორმე შექმნან ქვეყანაში აგრესიის ტალღა, რომელიც მათივე გათვლებით უნდა გადაიზარდოს ძალადობრივ რევოლუციაში. მათ იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებას ვერ ჩაანაცვლებენ და ამიტომ სხვა გზა არ აქვთ,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი