დიმიტრი სამხარაძე: ვინც კანონს დაარღვევს, ყველას მოეთხოვება პასუხი - საქართველოში სხვა რეალობაა, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია და პრემიერი ირაკლი კობახიძე, ოპოზიციას კი არ მივცემთ უფლებას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პირად შემადგენლობას გადააბრალონ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 27 მაისი 2026, 19:32

ვინმეს დანაშაულის ჩადენაზე ან უდანაშაულობაზე ჩემგან საუბარი ზედმეტია, ეს პროკურატურის საქმეა და დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს! - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, გორში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ვინც კანონს დაარღვევს, ყველას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, ოპოზიციას კი, მმართველი გუნდი არ მისცემს შესაძლებლობას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პოლიციაზე განაზოგადონ.

“ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ვინც კანონს დაარღვევს, არავის ეპატიება! ყველას მოეთხოვება პასუხი და ხელს თავზე არავის გადავუსვამთ!

საქართველოში სხვა რეალობაა, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ერისკაცი ბატონი ბიძინაა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

პოლიციაში ბევრი ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მსახურობს, საამაყო ქართველები, რომლებიც ყოველდღე საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სხვების უსაფრთხოებას, ემსახურებიან საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ფარად დგანან!

ჩასაფრებულ და გაფარჩაკებულ ოპოზიციას კი არ მივცემთ უფლებას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პირად შემადგენლობას გადააბრალონ!

შსს-ს ჰყავს ღირსეული მინისტრი სულხან თამაზაშვილი და ასევე ღირსეული მოადგილეები, ქვეყნის პატრიოტები!

ყველა ღირსეული, პატრიოტი და პატიოსანი პოლიციელის გვერდით ვიდგები პირადად მე, დიტო სამხარაძე!

გვეიმედებით და მადლობა, რომ ემსახურებით საქართველოს!

პოლიციელი გმირია” - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი