ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკური სურათი რომ გავადიდოთ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც მისგან გამოყოფილნი ვეღარ წარდგებიან „მთავარ ოპოზიციურ ძალად“. ხალხს, მათ შორის, ოპოზიციურ ამომრჩეველს, არაერთი ალტერნატივა ეყოლება ასარჩევად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 30 მაისი 2026, 18:02

ბიძინა ივანიშვილის ექს-ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა როგორც იქნა გამოაცხადა მისი პოლიტიკური პარტიის 1ჯერ საქართველოს" დაფუძნება 21 ივნისს. დართეს როგორც იქნა ნება. სავარაუდოდ, ამ პარტიის შექმნით დასავლეთს ქართულ პოლიტიკურ ველზე თანდათანობით შემოჰყავს ახალი და მის მიერ თავიდან ბოლომდე მართული პოლიტიკური მოთამაშეები, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი თქმით, ყიფიანი არ ყოფილა, თუნდაც ირიბად, აფილირებული "ნაცმოძრაობასთან," თუმცა, 26 მაისს "კოლექტიური "ნაცმოძრაობის" შაბაშს" ესწრებოდა.

„ბიძინა ივანიშვილის ექს-ადვოკატმა (აქ არ დავიწყებ იმის დაკონკრეტებას რატომ შეუწყვიტეს მას კონტრაქტი, ეს დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ბევრმა იცის რატომაც!) ვიქტორ ყიფიანმა როგორც იქნა გამოაცხადა მისი პოლიტიკური პარტიის "ჯერ საქართველოს" დაფუძნება 21 ივნისს. დართეს როგორც იქნა ნება.

სავარაუდოდ, ამ პარტიის შექმნით დასავლეთს ქართულ პოლიტიკურ ველზე თანდათანობით შემოჰყავს ახალი და მის მიერ თავიდან ბოლომდე მართული პოლიტიკური მოთამაშეები. ერთი ასეთი უკვე შემოიყვანა "თავისუფლების მოედნის" სახით, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად. ყიფიანის შემთხვევა განსხვავებულია, ბიძინა ივანიშვილთან მუშაობა, მის ფიგურას მოსახლეობის ნაწილის თვალში რაღაც წონას აძლევს. ის არ ყოფილა, თუნდაც ირიბად, აფილირებული "ნაცმოძრაობასთან," თუმცა 26 მაისს ესწრებოდა კოლექტიური "ნაცმოძრაობის" შაბაშს.

პოლიტიკური სურათი რომ გავადიდოთ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერც "ნაცმოძრაობა" და ვერც მისგან გამოყოფილნი ვეღარ წარდგებიან "მთავარ ოპოზიციურ ძალად." ხალხს, მათ შორის ოპოზიციურ ამომრჩეველს, არაერთი ალტერნატივა ეყოლება ასარჩევად,“ - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი