გამჭვირვალობის რეიტინგით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-14 ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ათეულშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1239 09 ივნისი 2026, 10:11

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, გამჭვირვალობის მსოფლიო რეიტინგს აქვეყნებს. საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო და გამჭვირვალობით მსოფლიოში მე-14 პოზიციაზე გავიდა.

საქართველო გამჭვირვალობის ინდექსით ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა. მთავრობის გამჭვირვალობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 4 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 26 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, იაპონია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

ევროპის საუკეთესო ათეული ასე ჩამოყალიბდა: შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, შვეიცარია, გერმანია, ირლანდია, ესტონეთი, და საქართველო. გამჭვირვალობის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას - ამერიკული ორგანიზაციების TRACE international -ის და საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის თემატური კვლევებს.

კერძოდ, TRACE international -მა მის მიერ წარმოებული მექრთამეობის რისკის მატრიცის ფარგლებში მთავრობათა მარეგულირებელი ფუნქციების გამჭვირვალობის ისეთი ასპექტები მოიკვლია და გაზომა, როგორიცაა გამჭვირვალობა საჯარო შესყიდვებში, გამჭვირვალობა მთავრობის პოლიტიკის შემუშავებაში, გამოქვეყნებული კანონები და მთავრობის მონაცემები.

რაც შეეხება ორგანიზაცია „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობას“, ის ღია ბიუჯეტის ინდექსს აწარმოებს, სადაც საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობით 2023 წლიდან მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ჩანდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიში ბოლო საანგარიშო პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის მესამეა, სადაც საქართველოს მთავრობას გამჭვირვალობით მოწინავე პოზიციები უფიქსირდება.

პირველი იყო ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის გამჭვირვალობის ინდექსი,რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა ( https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/t-index/transparency-index ) და სადაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო მეორე კვლევა არის ორგანიზაცია „დემოკრატიების ალიანსის ფონდის“დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიში (https://allianceofdemocracies.org/democracy-perception-index), სადაც საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობით ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალობა დადებითად არის შეფასებული. კვლევა თავის მხრივ ეყრდნობა მსოფლიოს 98 ქვეყნის 94 ათას რესპოდენტზე მეტი შემფასებლის გამოკითხვას. დემოკრატიათა ალიანსის ფონდი ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერაა დაფუძნებული. ფონდი ყოველწლიური დემოკრატიის სამიტის ორგანიზატორიცაა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ ვენესუელას 150 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ღირსების მედლები გადასცა
საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე - არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას
პრეზიდენტი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
არქივი