ჯაბა ხუბუა: ოპოზიციური ალიანსი ფაქტობრივად აღარ არსებობს - ეს ნაცრეჟიმის დანაყოფები თუ გამონაყოფები, უპრინციპო და უმორალო პოლიტიკანთა ჯართის გროვა რომ არის, არახალია, მაგრამ რა ყრია იმ მოქალაქეების თავებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ ნაცნარჩენების კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 10 ივნისი 2026, 15:58

ესენი, ეს ნაცრეჟიმის დანაყოფები თუ გამონაყოფები, უპრინციპო, უთავმოყვარეო და უმორალო პოლიტიკანთა ჯართის გროვა რომ არის, არახალია, მაგრამ რა ყრია ან საერთოდ ყრია თუ არა რამე საქართველოს იმ მოქალაქეების თავებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ ნაცნარჩენების კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს?, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე.

მისი განცხადებით, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ხსნა კოლექტიური „სანაცეთის“ კოალიციურ მთავრობაშია, ან უსაშველო ბრიყვია, ან ამ ქვეყნის მტერი.

„გუშინ შექმნილი ოპოზიციური ალიანსი დღეს უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, დაიშალა...

ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა, ცაზე - ვარსკვლავები და მიწაზე ის, თუ მერამდენედ დალია ჩაილურის წყალი მერამდენეჯერ შექმნილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ.

ესენი, ეს ნაცრეჟიმის დანაყოფები თუ გამონაყოფები, უპრინციპო, უთავმოყვარეო და უმორალო პოლიტიკანთა ჯართის გროვა რომ არის, არახალია, მაგრამ რა ყრია ან საერთოდ ყრია თუ არა რამე საქართველოს იმ მოქალაქეების თავებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ ნაცნარჩენების კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს?

აბა, წარმოიდგინეთ, როგორი შეხმატკბილებული და ორგანიზებული, ეფექტური და პროდიქტიული იქნება ჩერგოლეიშვილ-ბოკერია-გვარამია-წითლიძე-ბოკუჩავა-ჯაფარიძე-სამადაშვილის კოალიციური მთავრობა და რა ჯიღას დაადგამენ ქვეყანას ეს პოლიტიკური ჭინჭყლები, რომლებიც ოპოზიციაშიც კი ერთმანეთს ძიძგნიან და ვერცერთ ალიანსში ორ თვეზე მეტს ვერ ძლებენ.

მოკლედ, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ხსნა და საშველი კოლექტიური სანაცეთის კოალიციურ მთავრობაშია, ან უსაშველო ბრიყვია, ან კიდევ ამ ქვეყნის შეგნებული და გამიზნული მტერი“, - წერს ხუბუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი