დავით ჩიხელიძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს შედეგი პირდაპირ უკავშირდება მმართველი გუნდისა და ეკონომიკური გუნდის კომპეტენტურ მუშაობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 11 ივნისი 2026, 13:28

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6.5%-მდე გაზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გამორჩეული მდგრადობით ხასიათდება - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, დღეს საქართველოს აქვს მცირე, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ეკონომიკა, რომელიც შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად, სტაბილურად ინარჩუნებს ზრდის ტენდენციას.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6.5%-მდე გაზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გამორჩეული მდგრადობით ხასიათდება. გლობალური არასტაბილურობის, რეგიონული კონფლიქტების, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისა და მსოფლიო ეკონომიკის წინაშე არსებული არაერთი გამოწვევის ფონზე, ქვეყნის მიერ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიღწევაა.
დღეს საქართველოს აქვს მცირე, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ეკონომიკა, რომელიც შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად, სტაბილურად ინარჩუნებს ზრდის ტენდენციას. ეს შედეგი პირდაპირ უკავშირდება მმართველი გუნდისა და ეკონომიკური გუნდის კომპეტენტურ მუშაობას, ასევე იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში ახორციელებს.

როცა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო დონეზეც პოზიტიურ შეფასებას იღებს, ნიშნავს რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დგას.“ - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი