გია აბაშიძე: სანამ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება კოლექტიური ნოდარ მელაძეების ბოროტმოქმედულ პროპაგანდაზე, მანამდე არ დაოკდებიან ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 13 ივნისი 2026, 10:32
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნოდარ მელაძის შაბათის ანონსში გასულ მასალას ეხმიანება და ამბობს, რომ სანამ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება ამ ბოროტმოქმედულ პროპაგანდაზე, მანამდე არ დაოკდებიან ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები.

მისივე თქმით, მხოლოდ განცხადებებით სიცრუის დეზავუირება არაა საკმარისი მტრულ ძალებთან საბრძოლველად და ციტირებს პროკურატურის და შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 


“სანამ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება კოლექტიური ნოდარ მელაძეების ბოროტმოქმედულ პროპაგანდაზე, მანამდე არ დაოკდებიან ეს ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები. განცხადებებით სიცრუის დეზავუირება არაა საკმარისი მტრულ ძალებთან საბრძოლველად. 

პროკურატურის განცხადება: „გავრცელდა „ტვ პირველის“ ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგვმართა ნოდარ მელაძემ. მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა“.

შსს-ს განცხადება: „ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.

საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.

აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულია ბრალდებულის სახით.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“.- წერს აბაშიძე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი