დავით ჩიხელიძე: სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, დაფარულია ან მათზე რეაგირება არ ხდება, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, არამედ გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
129 13 ივნისი 2026, 14:49

ტელეკომპანიის ეთერით ნოდარ მელაძემ გაავრცელა ძველი, 2022 წლის კადრები, ცალკეული შემთხვევა კი მთელ სისტემაზე განაზოგადა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით იმ სამართალდამცველს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად ემსახურებიან საკუთარ ხალხს და ქვეყანას, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ავტორმა კარგად იცოდა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფომ მკაცრი, სამართლებრივი რეაგირება მოახდინა და დამნაშავეები ჯერ კიდევ თვეების წინ დაისაჯნენ, თუმცა, ეს სიმართლე ანონსში არ უხსენებიათ.

მისივე შეფასებით, ორი მთავარი რამ არის სათქმელი, დეზინფორმაციის გავრცელება, ისევე როგორც ძალადობა, დასჯადი უნდა იყოს და არავის აქვს უფლება, მოსახლეობა სიცრუეში აცხოვროს.

„ორი აზრი არ არსებობს, ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია! ასევე მიუღებელია დეზინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა.

ტელეკომპანიის ეთერით ნოდარ მელაძემ გაავრცელა ძველი, 2022 წლის კადრები, ცალკეული შემთხვევა კი მთელ სისტემაზე განაზოგადა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით იმ სამართალდამცველს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად ემსახურებიან საკუთარ ხალხს და ქვეყანას. ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ავტორმა კარგად იცოდა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფომ მკაცრი, სამართლებრივი რეაგირება მოახდინა და დამნაშავეები ჯერ კიდევ თვეების წინ დაისაჯნენ. თუმცა, ეს სიმართლე ანონსში, რა თქმა უნდა, არ უხსენებიათ.

ორი მთავარი რამ არის სათქმელი, დეზინფორმაციის გავრცელება, ისევე როგორც ძალადობა, დასჯადი უნდა იყოს! არავის აქვს უფლება, მოსახლეობა სიცრუეში აცხოვროს.

პოლიციელის მხრიდან ძალადობა შემზარავი და მიუღებელია, მაგრამ ეს არის კონკრეტული, ცალკეული შემთხვევა და მისი „სისტემურ დანაშაულად“ გასაღება მანიპულაციაა.

სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, დაფარულია ან მათზე რეაგირება არ ხდება, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს ნაციონალური მოძრაობის დროს ხდებოდა, არამედ გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა. სწორედ ამაში იკვეთება სახელმწიფოს სიძლიერე და სისტემის სიჯანსაღე!“ - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი