ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
126 14 ივნისი 2026, 15:05

პირადად ჩემთვის, გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მომენტი, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სიციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სამართალდამცავი რგოლის მაღალპროფესიულმა მოქმედებებმა შესაძლებელი გახადა დიდი პროვოკაციის ადრეული გამოვლენა და განეიტრალება, შესაბამისად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ უსაფრთხოება და მშვიდობა თავისთავად არ მოდის.

“ხშირად გვავიწყდება, თუ რამდენად ახლოს შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა ქაოსთან და დიდ უბედურებასთან, როდესაც გარკვეული ძალები დესტაბილიზაციის გზას ირჩევენ. სწორედ ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ადამიანების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა, რომლებიც სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

სამართალდამცავი რგოლის გუნდურმა, მშვიდმა და მაღალპროფესიულმა მოქმედებებმა შესაძლებელი გახადა დიდი პროვოკაციის ადრეული გამოვლენა და განეიტრალება. მათი ძალისხმევის შედეგად ქვეყანამ თავიდან აიცილა მძიმე შედეგები, დაპირისპირება და ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმის რევანშის მცდელობა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანზე ძალიან მძიმედ აისახებოდა.

აქედან გამომდინარე, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ უსაფრთხოება და მშვიდობა თავისთავად არ მოდის, მათ უკან დგას უამრავი ადამიანის ყოველდღიური შრომა, სიფხიზლე და პასუხისმგებლობა.” - წერს მეტრეველი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი