გია აბაშიძე „Yandex Bank“-სა და WB Bank-სთვის დაწესებულ სანქციებზე: რაც უფრო მეტს ყვირის „ნაცბაბლის" სპიკერი ვითომ ანტირუსულობაზე, ის აუცილებლად რუსულ ფულთანაა კავშირში. ასეთია სექტის ერთ-ერთი პროპაგანდისტი თეონა ბაღდავაძე, რომელიც Wildberries-ს PR-მომსახურებას უწევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 16 ივნისი 2026, 19:27

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „Yandex Bank“-ს და WB Bank-ს, რომელიც კომპანია Wildberries-ის ჰოლდინგის წევრია და აღნიშნულია, რომ Wildberries-ის საქართველოში პიარ მომსახურებას თეონა ბაღდავაძე უწევს.

აბაშიძის თქმით, ასეთი უპრინციპო და უტიფარი პერსონაჟები მაინც არ ცხრებიან, ხელისუფლების უსაფუძვლო დადანაშაულებაში, რადგან მათ უსამშობლოთა "ტელეკანალიზაციები" ვითომ "ათეთრებენ".

“უცვლელი კანონზომიერებაა, რაც უფრო მეტს ყვირის "ნაცბაბლის" სპიკერი ვითომ ანტირუსულობაზე, ის აუცილებლად რუსულ ფულთანაა კავშირში; ბოლო ცნობით, ასეთია სექტის ერთ-ერთი პროპაგანდისტი თეონა/Tayona [whatever] ბაღდავაძე. თუმცა, ასეთი უპრინციპო და უტიფარი პერსონაჟები მაინც არ ცხრებიან, ხელისუფლების უსაფუძვლო დადანაშაულებაში, რადგან მათ უსამშობლოთა "ტელეკანალიზაციები" ვითომ "ათეთრებენ".

ბრიტანეთის ბოლო სანქციები შეეხო რუსულ Яндекс Банк-სა და WB Банк-ს. ორივე კომპანია Wildberries-ის ჰოლდინგის წევრია. აღსანიშნავია, რომ Wildberries-ის საქართველოში PR-მომსახურეობას "ნაცების" მეგუნდრუკე თეონა ბაღდავაძე უწევს. უწინ "სოტოვი" Билайн-ის "პიარშიცაც" ყოფილა საქართველოში.

რაღაცით ხომ უნდა ისულდგმულონ სააკაშვილის მადიდებლებმა? მხოლოდ გია ბარამიძის მოწოდება რომ 5-5 ლარი ჩაურიცხონ, არასაკმარისია“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი