ლადო სადღობელაშვილი სამადაშვილს: მოიხსენით შურის და ზიზღის ფერი სათვალე, შეხედეთ საქართველოს და თქვით სიმართლე, რომელიც ასე ჟღერს: საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს განვითარებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
232 17 ივნისი 2026, 13:36

პოლიტიკური დალტონიზმი! აი ასეთ შეფასებას მივცემდი სალომე სამადაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით რომ საქართველო ყველაზე ღატაკი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის! - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ მაგალითად, მისი მოლდოველი მეგობრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ წინ არის საქართველო მოლდოვასთან შედარებით!

ანალიტიკოსი სამადაშვილს მოუწოდებს შეხედოს სრულიად საქართველოს და თქვას სიმართლე, რომ საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს განვითარებით.

„- მე მყავს მოლდოველი მეგობრები რომლებიც ხშირად გვსტუმრობენ და ყოველ ჩამოსვლაზე აღფრთოვანებას ვერ მალავენ იმასთან დაკავშირებით თუ რაოდენ წინ ვართ მოლდოვასთან შედარებით! წინ არა მარტო ეკონომიკურად არამედ ზოგად სოციალურ თუ პოლიტიკურ განვითარების კუთხით!

- მე ვხედავ მართლაც რომ დაბეჩავებულ და გაღატაკებულ უკრაინელებს რომლებიც აქ საქართველოში რომ ჩამოდიან უკან წასვლა არ უნდათ!

- ასევე ჩემდა სამწუხაროდ მე ვხედავ ქართველ პოლიტიკოსებს რომლებსაც ბოღმამ მხედველობა დაუბინდა, რომლებიც შავზე თეთრს ამბობენ და ამით ჩვენი ბედკრული ქვეყნის დაკნინებას ცდილობენ!

- ქალბატონო სალომე მოიხსენით ეგ შურის და ზიზღის ფერი სათვალე, შეხედეთ თბილისს, ბათუმს, შეხედეთ სრულიად საქართველოს! გაიხსენეთ თქვენი მახინჯურ-სადისტური პარტიის მმართველობა და თქვით სიმართლე! სიმართლე რომელიც ასე ჟღერს : საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს თავის განვითარებით, ეკონომიკურ-სოციალური თუ პოლიტიკური წყობით! თქვით სიმართლე და დამიჯერეთ გულზე მოგეშვებათ! ნუ გაუხარებთ მტრებს გულებს, ამას ჩვენ ვიმახსოვრებთ, ესეც ღალატის ერთგვარი ფორმაა!“- წერს სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი