ნანუკა ჟორჟოლიანი ჩერგოლეიშვილის სტატუსზე - რატომ არ გმობთ, არაინფლუენსერი პოლიტიკოსის მავნებლობას? გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა? სად არიან კოალიციის სხვა ლიდერები? რატომ არ ემიჯნებიან ამ განცხადებას?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 21 ივნისი 2026, 14:02

ქართული ოცნება ჯერ აკმაყოფილებს გოგა ხაინდრავას საჩივარს ფორმულას წინააღმდეგ და რამდენიმე დღეში, კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ ფორმულამ ნახევარი მილიონი შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ის აცხადებს, რომ „ფორმულაზე” ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს და ინტერესდება, რატომ არ ემიჯნებიან ჩერგოლეიშვილის ამ განცხადებას კოალიციის სხვა ლიდერები.

„ვინმეს გეჩვენებათ რომ ფორმულაზე შეტევა ორკესტრირებული არაა?

ბაბლო, ასეთ დროს მართლა გგონიათ რომ შიმერია ამ ქვეყანაში პრობლემა? მართლა გგონიათ რომ ნაცების შიდაპარტიული თემები უფრო საინტერესოა? ან, მიშა რა სტატუსს დაწერს?

რატომ არ გმობთ, არაინფლუენსერი პოლიტიკოსის მავნებლობას? გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა? საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გინდათ? სად არიან კოალიციის სხვა ლიდერები? რატომ არ ემიჯნებიან ამ განცხადებას? რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?

ფორმულას თავზე ღრუბელს აგროვებენ და რაც უფრო მალე გავიაზრებთ ამას, მით მეტი შანსი იქნება მისი გადარჩენის“, - წერს ჟორჟოლიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი